ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ი BSCEE ჯგუფის 2022 წლის თავმჯდომარე გახდა
22 დეკემბერი, 2021, 15:53
სებ-ი BSCEE ჯგუფის 2022 წლის თავმჯდომარე გახდა

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფის (Group of Banking Supervisors from Central and Eastern Europe - BSCEE) თავმჯდომარის პოზიცია ოფიციალურად დაიკავა.

საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული ჯგუფის წევრი 2013 წელს გახდა და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული ჯგუფის საქმიანობაში. BSCEE ჯგუფი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 25 ქვეყანას აერთიანებს და მისი მიზანი ჯგუფში შემავალი ქვეყნების საბანკო ზედამხედველობის ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაა. ჯგუფის წესების თანახმად, მისი წევრებისაგან ყოველწლიურად აირჩევა ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა. პირველად, საქართველო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყნად 2018 წელს, ხოლო მეორედ, საქართველო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყნად 2021 წლის 27-28 მაისის BSCEE ყოველწლიურ კონფერენციაზე აირჩიეს.

მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს, წარმომადგენლობითი და ორგანიზაციული ფუნქციების გარდა, საქართველო 2022 წლის BSCEE ჯგუფის კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა იქნება.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები