ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
G&T რეფინანსირების განაკვეთის 2%-ული პუნქტით კლებას 2H22-ში ელის
გიგა თვაური
21 დეკემბერი, 2021, 21:45
G&T რეფინანსირების განაკვეთის 2%-ული პუნქტით კლებას 2H22-ში ელის

თბილისი (GBC) Galt & Taggart-ის პროგნოზით 2022 წლის მარტში ინფლაცია დაიწყებს შემცირებას და 2022 წლის მეორე ნახევრიდან, რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისთვის 2 პროცენტული პუნქტით, შესაბამისი რესურსი გაჩნდება.

Galt & Taggart -ის პროგნოზით, საშუალო ინფლაცია 2022 წელს 4.1%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც, სების პროგნოზი შედარებით პესიმისტურია და მათი მოლოდინი 7.1%-ია.

სავარაუდოა, რომ მარეგულირებელი გამკაცრებული მონეტარული პოლიტკის გაგრძელებას გეგმავს, მანამ სანამ ინფლაცია არ შემცირდება და ეს სავარაუდოდ 2022 წლის გაზაფხულზე მოხდება.

ამავე დროს, G&T აღნიშნავს, რომ 2021 წლის მონეტარული პოლიტიკის და უცხოურ ვალუტაში სესხზე რეგულაციების გამკაცრება ეფექტს 2022 წელს გამოიღებს, რაც თავის მხრივ დაკრედიტების ზრდას 11-13 % მდე შენელებს.

მათივე თქმით, საბაზო ინფლაციამ ბოლო 3 თვეში ზღვრული კლება დააფიქსირა და ნოემბერში 6.1%-ს მიაღწია, რაც მიუთითებს ფასების ზრდის დროებით ხასიათზე, შეზღუდული, მეორადი ფაქტორების გათვალისწინებით.

სებ-მა 8 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ული პუნქტით 10.5%-მდე გაზარდა. სებ-ი ინფლაციას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ინფლაცია გამოწვეულია მონეტარული პოლიტიკის მიღმა ფაქტორებით. სებ-ის განცხადებით მთლიან ინფლაციაში 9% გამოწვეულია ეგზოგენური ფაქტორებით.

2021 წლის ბოლოს G&T მშპ-ს ზრდას 10.5%-ის ფარგლებში ელის, ხოლო 2022 წელს 5%-ს.

G&T -ის განცხადებით, სურსათისა და ენერგიის გლობალური ინფლაცია, კომუნალური მომსახურების უფრო მაღალი ტარიფები, ლარის გაუფასურება და ადგილობრივი მოთხოვნის ზრდა იყო საქართველოში ინფლაციის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი, რომელიც ნოემბერში 12.5%-ს შეადგენდა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები