ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დახატე ოცნება - მართე მომავალი ტოიოტას კონკურსი 15 წლამდე მოზარდებისთვის
21 დეკემბერი, 2021, 17:15
დახატე ოცნება - მართე მომავალი ტოიოტას კონკურსი 15 წლამდე მოზარდებისთვის

თბილისი (GBC) - მფრინავი მანქანები, ნულოვანი ემისიის ჰოვერბორდები, კოსმოსური ხომალდები მთვარეებისა და პლანეტებისთვის, - ვინ იცის, როგორი იქნება მობილობის მომავალი. ტოიოტა ცენტრი თეგეტა ბავშვებს მთელი საქართველოდან გლობალურ კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს. 

 

2022 წლის Dream Car Art Contest-ის ფარგლებში, კომპანია მონაწილეებისაგან ყველაზე თამამი იდეებით შექმნილი, საოცნებო ავტომობილის ნახატებს ელოდება. მანქანა, რომელმაც შესაძლოა იზრუნოს მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ბავშვებზე თუ მოხუცებზებუნებაზე, ცხოველებზე, - ავტომობილი, რომელიც სამყაროს უკეთესს გახდის.

 

შენმა ოცნებებმა, შესაძლოა მსოფლიოს  მომავალი შეცვალოს, - ეს არის კონკურსის მთავარი იდეა, რაციმას ნიშნავს, რომ ბავშვებს სრული თავისუფლება აქვთ, ნამუშევრები თავიანთი ფანტაზიით შექმნან. 

 

15 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, შეუძლია ჩაერთოს კონკურსშიმონაწილეები თავად ირჩევენ მასალას ხატვისათვის, - ფერადი ფანქრები, ფლომასტერი ან წყლის საღებავები. 

 

გამარჯვებეულები სამ ასაკობრივ კატეგორიაში (1-7წელი, 8-11-წელი და 12- 15 წელი) გამოვლინდებიან. თითოეულ კატეგორიას სამი გამარჯვებული ეყოლება. საუკეთესოებს კი საგანგებოდ ამ კონკურსისათვის შექმნილი ჟიური დაასახელებს.გამარჯვებული კონკურსანტები ტოიოტა ცენტრი თეგეტასაგან სპეციალურ პრიზსს მიიღებენ და საერთაშორისო მარათონში ჩაერთვებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 9 გამარჯვებული ნამუშევარი იაპონიაში გაიგზავნება. სწორედ იქ მოიყრის თავს კონკურსში ჩართული ყველა ბავშვის ნახატი, მსოფლიოს 100-მდე ქვეყნიდან. წარმატებული ნახატის ავტორებს სოლიდური პრიზები ელოდებათ. 

 

ნამუშევრების მიღება 25 დეკემბრიდან იწყება. საბოლოო ვადა კი 2022 წლის 10 თებერვალია. ნახატები უნდა დატოვოთ მისამართზე: ტოიოტა ცენტრი თეგეტას ოფისი: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა 6

ბავშვების ნამუშევრებს ელოდებიან ტოიოტა ცენტრი ბათუმის ფილიალშიც მისამართზე ი. გაგარინის ქუჩა 1.

 

კონკურსში გამარჯვებულები 20 თებერვალს გამოვლინდებიან

 

დეტალური ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის შესახებ შეგილიათ იხილოთ ვებგვერდზეhttps://toyota-tegeta.ge/ka/dreamcar2022

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები