| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით (129.0 ლარით) გაიზარდა და 1 368.5 ლარი შეადგინა.
მართალია ნომინალურად ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ორნიშნა ინფლაციის გათვალისწინებით, რეალურ გამოხატულებაში შემცირება დაფიქსირდა. ამასთან, პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი ამავე პერიოდში გაიზარდა, თუმცა მატება ინფლაციის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იყო.
TBC Capital-ის მონაცემებით, მე-3 კვარტალში ნომინალური საშუალო ხელფასი, წინა წელთან შედარებით, 10.4%-ით გაიზარდა. თუმცა, ამავე პერიოდში ფასების 12.3%-იანი ზრდის გათვალისწინებით, რეალურ მაჩვენებლებში, საშუალო ხელფასი, წინა წლის მე-3 კვარტალთან შედარებით, 1.7%-ით შემცირდა. გამოდის რომ საანგარიშო პერიოდში ხელფასების ზრდის ტემპს ინფლაციამ გადააჭარბა.
ხელფასების სტატისტიკას თუკი პანდემიამდელ მონაცემს შევადარებთ ვნახავთ რომ მისი მსყიდველუნარიანობა საშუალოდ 230 ლარით არის შემცირებული რადგან ორწლიან პერიოდში ინფლაცია 17%-ს აღწევს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss