ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლისი დეველოპმენტმა $12 მლნ-ის ობლიგაციები განათავსა
21 დეკემბერი, 2021, 14:33
ლისი დეველოპმენტმა $12 მლნ-ის ობლიგაციები განათავსა

თბილისი (GBC) - უძრავი ქონების დეველოპერულმაკომპანია ლისი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის დახმარებით, 12 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისიაგანახორციელააღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის და გალ & თაგარის პირველი ერთობლივი ემისიაა ადგილობრივ ბაზარზე. „ლისი დეველოპმენტთან“ თიბისი კაპიტალი 2018 წლიდან თანამშრომლობს დაეს ობლიგაციების რიგით მეორე ერთობლივიგანთავსებაა.

ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი6.5%-ით ანისაზღვრა, რა ადგილობრივ ბაზარზე არაფინანსურ სექტორში აქამდე დაფიქსირებული კუპონის ყველაზე დაბალი განაკვეთია აშშ დოლარში.ობლიგაციების დაფარვის თარიღი 2024 წლის 17 დეკემბერი. კომპანიამ საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ისგან 2018 წელს მიიღო და ის „B+”/სტაბილურიდონით განისაზღვრა. ლისი დეველოპმენტი დღემდე ერთადერთი დეველოპერული კომპანი, რომელიცსაერთაშორისო საკრედიტო რეიტინგ ფლობს.

ობლიგაციების მიმართ მაღალი ინტერესიდაფიქსირდა და განთავსება მოკლე დროში დასრულდა. ობლიგაციებში ინვესტირებარეზიდენტმა და არარეზიდენტმა ინვესტორებმაგანახორციელესაღსანიშნავიარომ ობლიგაციებისმოცულობის მნიშვნელოვანი ნაწილიარარეზიდენტებისგან მოზიდული სრულიად ახალისახსრებიარაც საქართველოში შემოსული ახალისაინვესტიციო კაპიტალია.

ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტებარაც ობლიგაციებს საერთაშორისოინვესტორებისთვისაც გახდის ხელმისაწვდომს.

ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია 2018 წელს გამოშვებული ამავე ოდენობის ობლიგაციების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს.

,,ლისი დეველოპმენტისთვის ობლიგაციების რიგით მეორე ემისია, დიდი ნაბიჯია წარმატების გზაზე. მნიშვნელოვანია ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიცია, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებისათვისდაფიქსირებულიობლიგაციების ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი ინვესტორების მხრიდან კომპანიის მაღალ სანდოობაზე მიუთითებს.  პროცესში ნათლად გამოიკვეთა ლისი დეველოპმენტის, თიბისი კაპიტალის და გალტ თაგარტის წარმატებული თანამშრომლობა, რაც შესაძლოა სხვა საშუალო თუ დიდი პროექტების განხორციელებისათვის დაუცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის მამოტივირებელი მაგალითი იყოს. ლისი დეველოპმენტი განაგრძობს 80/20 კონცეფციი,მაღალის სტანდარტების, მწვანე პრინციპებისა და ადამიანის ჯანსაღ ცხოვრებაზე მორგებული გარემოს შექმნას’’, - ნოდარ ადეიშვილი, ლისი დეველოპმენტის გენერალური დირექტორი.

„ჩვენი ჩართულობით განთავსებული ერთობლივიმე-2 ემისია, თიბისი კაპიტალისა და „ლისიდეველოპმენტის“ წარმატებული პარტნიორობის ნათელი მაგალითი და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მოხარული ვართ, რომ კომპანიას ვეხმარებთდაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაშიკაპიტალის ბაზრის დახმარებით. მნიშვნელოვანია, რომ თიბისი კაპიტალი, ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში აქტიურადაა ჩართული, რითიც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

„მსურს პირველ რიგში მივულოცო „ლისი დეველოპმენტს“ ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის წარმატებით განხორციელება.  მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტმა საკუთარი წვლილი შეიტანა კომპანიის მიერ ხელსაყრელი დაფინანსების მოძიებაში. უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი ადგილობრივი ბაზრის არაფინანსური სექტორის ემიტენტებისთვის კაპიტალის ბაზრის მონაწილეთათვის ალტერნატიულ დაფინანსებაზე წვდომის დამატებით ბენეფიტებზე მიანიშნებს. მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს. გალტ & თაგარტი საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან“, - ოთარ შარიქაძე, გალტ & თაგარტის მმართველდირექტორ.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები