ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკისა და USAID-ის მხარდაჭერით მწვერვალი განვითარებას განაგრძობს
20 დეკემბერი, 2021, 16:25
საქართველოს ბანკისა და USAID-ის მხარდაჭერით მწვერვალი განვითარებას განაგრძობს

თბილისი (GBC) -  საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი ძალებით, ბიზნესის მხარდამჭერი პროექტი კვლავ გრძელდება. მისი მიზანია, მსუბუქი მრეწველობის სფეროში ოპერირებად ბიზნესებს საქმიანობის განვითარებაში, პროდუქციის დახვეწასა და ექსპორტზე გასვლაში შეუწყოს ხელი.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა ხის სათამაშოების, საბავშვო ავეჯისა და დეკორის საწარმო - „მწვერვალი“.  კომპანიის პროდუქციას მაღალი ხარისხი გამოარჩევს. ნაწარმი წიფლის, ცაცხვისა და ნეკერჩხლის საუკეთესო ხარისხის მასალით მზადდება. ამასთან, „მწვერვალიმხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, მდგრად საღებავებსა და წებოს მოიხმარს, რომელიც ევროკავშირის სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივას სრულად შეესაბამება.

კომპანია 2016 წლიდან აწარმოებს სათამაშოებს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ასაკის შესაბამის განვითარებას. 2020 წელს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელშეწყობით, „მწვერვალისპროდუქცია საერთაშორისო პლატფრომა Etsy-ზე განთავსდა. საქართველოს ბანკის ჩართულობით კი, კომპანია აგრძელებს შემდგომ განვითარებას.

ჩვენს პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, დავიწყეთ გაფართოებაზე ფიქრი. ჩვენი დიდი სურვილი იყო, პროდუქცია საზღვრებს გარეთაც გაგვეტანა და ეს ასეც მოხდა. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ჩვენი ნაკეთობების შეძენა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კი ვაგრძელებთ შემდგომ განვითარებას. უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ საქმიანობის პროცესში კიდევ მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. პროექტში მონაწილეობამ უფრო დიდი სტიმული მოგვცა, არ გავჩერდეთ და გავაგრძელოთ განვითარება“ , - განაცხადამწვერვალისდამფუძნებელმა, თინა დათუკიშვილმა.

მწვერვალისშესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომპანიის სოციალურ გვერდზე: https://bit.ly/3F2LSyb

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები