ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სავალუტო იპოთეკარს სებ-ის დაცვის არ სჯერა
17 დეკემბერი, 2021, 15:22
სავალუტო  იპოთეკარს  სებ-ის დაცვის არ სჯერა

თბილისი (GBC) – სავალუტო იპოთეკის  ვადის 15-10 წლამდე შემცირების სებ-ის  არგუმენტები დეპუტატებისთვის გაუგებარი დარჩა.  თუმცა არც ბაზარი იზიარებს სრულად.

სებ-ის პრეზიდენტმა იპოთეკის ვადის დამოკლება  რამდენიმე ფაქტორით ახსნა, მათ შორის ერთი გლობალურია, რომ საერთაშორისო ბაზარზე  სასესხო განაკვეთები მინიმალურია და კანონზომიერად მოყვება  განაკვეთების აწევა. თუმცა როდის, არავის შეუძლია  პროგნოზი. ეს პანდემიის გაურკვევლობაზე უფრო  ბუნდოვანია.  კურსის რყევა კი უფრო პროგნოზირებადია. შესაბამისად უფრო რეალურად აჩენს გაძვირების და შემდეგ გაპრობელემების რისკს, რაზეც სებ-ის პრეზიდენტს ყურადღება არ გაუმახველებია

კობა გვენეტაძის  მე-2  არგუმენტია სავალუტო მსესხებლის დაზღვევა, რომელთა უმეტესობა არაჰეჯირებულია. თუ იპოთეკა დამოკლევადიანდება გაჩნდება რესტრუქტურიზაციის ლუფტი - გაპრობლობლემების შემთხვევაში დაგრძელების შესაძლებლობა.  სებ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სავალუტო იპოთეკის 10 %-მდე (Y.Y) ზრდა უძრავი ქონების ბაზრის მდგრადობას დაეუმუქრება.

ვადის დამოკლება დააჩქარებს ამორტიზაციას და საკრედიტო რისკებს შეამცირებს. 

სებ-ის პრეზიდენტმა  რეგულაციის მიზანშეწონილობისთვის მოიხმო პანდემიაშის რესტრქტურიზაციის სტატისტიკა. რესტრუქტურიზება ევროს იპოთეკის 30%-ს, აშშ დოლარის 20%-ს და  ლარის მხოლოდ 7-8%-ს დასჭირდა.

სავალუტო იპოთეკურ სესხებში, რომ გაფუჭების წილი უფრო მაღალია ვიდრე  ლარში, სებ-ის პრეზიდენტს ბაზარი არ  ეთანხმება და სებისვე სტატისტიკა იხმობს.  

იპოთეკურ პორტფელში პრობლემური სესხების წილი მცირდება. 1 ნოემბრისთვის, აშშ დოლარში 5.8%-მდეა შემცირებული. აპრილში კოეფიციენტი 9.6% აღწევდა. სებ-ის სტატისტიკით, ლარში ასეთი შთამბეჭდავი კლება არ არის. პრობლემური სესხების წილი 2.5%-მდეა შემცირებული (04/2021 – 4%)

ევროს პორტფელიც გაჯანსაღებულია.  გაფუჭების წილი 5%-მდეა შემცირებული (04/2021 – 11%).  აშშ დოლარში კი კოეფიციენტი პანდემიამდელ ნიშნულს უახლოვდება.

უმოქმედო სესხების წილი (%) /მოცულობა (₾) ვალუტის ჭრილში

 

აშშ დოლარი

ევრო

01.11.2021

2,5%

5,8%

5,0%

01.05.2021

4,0%

9,6%

10,8%

01.11.2019

1,4%

5,0%

1,4%

 

 

 

01.11.2021

95 590 478

154 305 560

   98 222 372

01.05.2021

139 212 756

265 860 068

 230 842 257

01.11.2019

29 526 905

144 597 351

17 737158

 

1 ნოემბრისთვის სულ,  იპოთეკური სესხების მოცულობა 9 მლრდ ლარია  (01.10.2021 - ₾8.8 მლრდ).  4.8 მლრდ ლარის უცხოურ ვალუტაში, 4.2 მლრდ ლარამდე ლარში. 

 

10-15 წლიანი სავალუტო იპოთეკის წლიური ზრდა  ბოლო საანგარიშო თვეში 3%პ-ით არის დაჩქარებული, ლარში კი 4%პ-ით შემცირებული.

  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები