| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რატომ გასამმაგდა ერთბაშად ინფლაცია, - ნათია თურნავამ მინისტრის საპარლამენტო საათზე თქვა, რომ პასუხი მარტივია, ერთადერთი გარემოება, წინა წლებისგან განმასხვავებელი გლობალური პანედემია, რაც არ ამსუბუქებს ვითარებას, თუმცა კრიზისს სწრაფად დაძლევადს ხდის.
ეკონომიკის მინისტრმა პანდემიის კრიზისით განპირობებულ რეალობაზე აღნიშნა. გაზრდილ სასურსათო ფასების ინდექსებზე. ასევე ნავთობის ბაზარზე ფასების ნახტომისებურ მატებაზე, 55%-ით. ევროპის ბირჟებზე 10-ჯერ გაზრდილ ენერგომატარებლების ფასზე. რაც აისახა საქართველოზე. იმპორზტზე დამოკიდებულ ქვეყანაზე. ამიტომ იმატა ფასების დონემ, თუმცა მილევადია, რადგან მხოლოდ ერთჯერადი ფაქტორით, პანდემიით არის განპირობებებული. ეს არ უკავშირდება ფუნდამენტურ ფაქტორს. ფასების დონე პანდემიის დაძლევის პარალელურად შემცირდება
ეკონომიკის მინისტრმა სებ-ის და მთავრობის კოოდინირებულ პოლიტიკაზე განაცხადა, რომლის შედეგად მიზნობრივ 3% -ს ინფლაცია გაზაფხულზე დაუბრუნდება. აღნიშნა სებ-ის მიერ პოლიტიკის გამკაცრების მნიშვნელობაზე. რაც ერთადერთი ქმედითი ბერკეტია მთელს მსოფლიოში და ჯერ უკეთესი არ მოუგონიათ, საინფლაციო წნეხის გასანეიტრალებლად.
მისი თქმით, დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკის და ბიზნესის დადებითი მოლოდინებით სტაბილურია ეროვნული ვალუტა. მინისტრმა საქართველოს უპირატესობის თვალსაჩინოებისთვის შედარება თურქეთში შექმნილ დაამძიმებელ მდგომაროებაზე განაცხადა
აღნიშნა სამივე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიისგან (Fitch, S&P, Moodys’) ქვეყნისთვის შენარჩუნებულ სუვერენული რეიტინგებზე. რც მაკროეკონომიკურ მდგრადობაზე და ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოზე მიანიშნებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss