ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რატომ არის ბიუჯეტის დეფიციტი საქართველოში სხვა ქვეყნებზე მაღალი
16 დეკემბერი, 2021, 15:12
რატომ არის ბიუჯეტის დეფიციტი  საქართველოში სხვა ქვეყნებზე მაღალი

თბილისი (GBC)  -  სებ-ის პრეზიდენტის პოზიციასაც არ ესმის. ქვეყნის ცენტრალური ბანკის  ნდობის შერყევაზე დავით სონღულაშვილმა განაცხადა და  ყურადღება გაამახვილა მაღალ ინფლაციაზე. ასევე რეფინანსირების მაღალ განაკვეთზე, რაც ეკონომიკის ზრდის დამამუხრუჭებელია.

სონღულაშვილმა ბიუჯეტის მაღალი დეფიციტისგან  ინფლაციის წნეხზე, მთავრობისკენ ისრების  გადმოტანის ნიშნებიც შენიშნა. სონღულაშვილი იზიარებს გირჩის პოზიციას, ბევრი ლარის ემისიაზე, რაც თითქოს ინფლაციის ზრდის  ყველაზე მთავარი მამოტოვირებელია.

გვენეტაძემ  სონღულაშვილს  ლარის ემისიასა და ინფლაციას შორის კავშირის დარღვევაზე განუცხადა. რაც იმას ნიშნავს, რომ ინფლაცია შესაძლოა ემისიის ზრდის საპირისპიროდ შემცირდეს და პირიქით. რაზეც კვლევაც წარუდგინა. ასევე უთხრა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც ინფლაცია უფრო დაბალია, საქართველოს ბიუჯეტის  დეფიციტის ზრდა უფრო მეტად მოუწია.

2020-ში 9 %-ს გაცდენილი ბიუჯეტის დეფიციტი, წელს,  მთავრობის მოლოდინით 6.5% -მდე  ჩამოვა, 2022 -ში კი 4.4% -მდე, რაც 2023 წლის სამიზნეზე (3%) გასვლის შესაძლებლობას აჩენს. სებ-ის რეკომენდაციის მიუხედავად 2022 -ის ბიუჯეტში ფინანსთა სამინისტრო დიფიციტს ვერც 4%-ს ჩამოაცდენს და ვერც.4,4%-ს, რის გამოც სებ-ი იძულებულია მონეტარული პოლიტიკის  გამკაცრებით,  ფული გააძვიროს, რაც ასევე  არტყამს ეკონომიკას.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები