| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) -
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოსთვის ახალი სტრატეგია
შეიმუშავა 2022-27 წლებისთვის, სამი ძირითადი პრიორიტეტით - ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის
ამაღლებს, ინკლუზიისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის და საქართველოს
მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის მხარდაჭერის მიმართულებით.
EBRD მზადაა დაეხმაროს კომპანიებს, მათ შორის მცირე და საშუალო
საწარმოებს, გაზარდონ პროდუქტიულობა და მდგრადობა კონკურენტუნარიანობის გაზრდით და
ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, მაგალითად, გაციფრების პროცესში ინვესტიციების
განხორციელებით. ბანკი ასევე გააგრძელებს მუშაობას ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გაფართოების
მიზნით, რათა კომპანიებს ჰქოდენთ უკეთესი არჩევანი დაფინანსების კუთხით.
ბანკი გააძლიერებს ძალისხმევას უნარების განვითარებაზე წვდომის
გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით, ახალგაზრდების, ქალებისა და სხვა მარგინალიზებული
ჯგუფებისთვის. ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, მათ შორის, დედაქალაქის გარეთ,
რეგიონებში. რეგიონების მაცხოვრებლებისათვის გაუმჯობესებული წვდომა დაფინანსებასა და
აუცილებელ მუნიციპალურ სერვისებზე EBRD-ისათვის პრიორიტეტია.
სათბურის გაზების ემისიების შემცირებისა და განახლებადი ენერგიის
გამოყენების ხელშეწყობის ინიციატივების მხარდაჭერის გზით, EBRD მზადაა საქართველოს
მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესის აჩქარების მხარდასაჭერად. EBRD-ის მწვანე ეკონომიკაზე
გადასვლის მეთოდოლოგიისა და ამ სფეროში მის კარგ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბანკი გააერთიანებს
განახლებად ენერგიებში ინვესტიციებს პოლიტიკის შემუშავების პროცესში მონაწილეობასთან.
ის ხელს შეუწყობს სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, მათ შორის, ენერგიისა და რესურსების
ეფექტურობის გაზრდის მხრივ და გააგრძელებს მწვანე ქალაქების ჩარჩოს გაფართოებას.
საქართველომ ბოლო წლებში დიდი ძალისხმევა გაიღო რეფორმების განხორციელებისა
და მდგრადი საბაზრო ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად. EBRD-ის ახალი სტრატეგია მხარს დაუჭერს
საქართველოს ეკონომიკას, რომელიც საგრძნობლად დაზარალდა Covid-19-ის პანდემიის შედეგად,
აღდგენისა და შემდგომი განვითარების პროცესში.
EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში
მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 4.53 მლრდ ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა
269 პროექტში - ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 78%
კერძო სექტორზე მოდის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss