ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ საუდის არაბეთის წითელი ზღვის კინოფესტივალის პრიზის მფლობელია
14 დეკემბერი, 2021, 17:51

თბილისი (GBC) - ლევან კოღუაშვილის  „მეოთხე ბრაიტონმა“ საუდის არაბეთის წითელი ზღვის კინოფესტივალის პრიზი მოიგო

ფულადი პრიზი 100 000 დოლარს შეადგენს. ლევან კოღუაშვილს პრიზი ჟიურის თავმჯდომარემ, ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა, ჯუზეპე ტორნატორემ გადასცა.

 

ჟიურის წევრთა შემადგენლობაში იყვნენ იტალიელი ოსკაროსანი რეჟისორი ჯუზეპე ტორნატორე, ტუნისელი მსახიობი ჰენდ საბრი, ამერიკელ-პალესტინელი რეჟისორი, მწერალი, მსახიობი და პროდიუსერი შერიენ დაბისი, „მორელია ინთერნეიშენალ ფილმ ფესტივალის“ დამფუძნებელი დანიელა მიშელი და საუდელი კინორეჟისორი აბდულაზიზ ალშლაჰეი.

 

ტორნატორეს თქმით, ნომინანტებმა წარმოაჩინეს თემების მრავალფეროვნება.

 

„ეს იყო არაჩვეულებრივი გამოცდილება, ჩვენ ვიყავით აღფრთოვანებული და შთაგონებული ამ ფილმებით. მათ აჩვენეს ფილმის გადაღების ნიჭი და დამაჯერებელი ისტორიები არაბული სამყაროდან, აფრიკიდან და აზიიდან“, – აღნიშნა ტორნატორემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები