ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ხვალ ბიზნესდაჯილდოების ფინალი გაიმართება
14 დეკემბერი, 2021, 18:31
ხვალ ბიზნესდაჯილდოების ფინალი გაიმართება

თბილისი (GBC) - თიბისის პროექტის  „ბიზნესდაჯილდოება 2021“ ფინალი ხვალ საღამოს გაიმართება. გამარჯვებულების გამოვლენას შეგიძლიათ Facebook Live-ის მეშვეობის ადევნოთ თვალი, რომელიც თიბისის და თიბისი ბიზნესის Facebook გვერდებზე ზუსტად 19:45 საათზე დაიწყება.

თიბისი მეექვსე წელია, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნესის მხარდაჭერაა. დაარსებიდან დღემდე დაჯილდოებაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. დაჯილდოება მიზნად ისახავს, წაახალისოს ის ბიზნესები, რომლებიც განვითარებას არ წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ რაღაც ახალი, საინტერესო და საჭირო შესთავაზონ მომხმარებელს, იქნება ეს მათზე ორიენტირებული თუ ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება.

წელს ბიზნესდაჯილდოება განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ტარდება. დაჯილდოებას ორი ახალი ნომინაციაც დაემატა და ჟიური საუკეთესო ბიზნესებს შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს:

 

·                     საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

·                     საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

·                     გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

·                     საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობა

·                     განსაკუთრებული როლი რეგიონის განვითარებისთვის

საუკეთესოს გამოსავლენად ბიზნესის სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა ადამიანებმა,  ასევე, სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იზრუნებს,  რომლებიც ამ პროცესში კონკურსის გამოცხადების დღიდან არიან ჩართული.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები