ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ფონდის რეფორმირება თავად საგანელიძეს სურდა
14 დეკემბერი, 2021, 13:58
ფონდის რეფორმირება თავად საგანელიძეს სურდა

თბილისი (GBC) - „საპარტნიორო ფონდის რეფორმირება თავად ფონდის მენეჯმენტის, უშუალოდ დავით საგანელიძის ინიციატივა იყო,“ ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაიამ განაცხადა. როგორც ცნობილია ეკონომიკის სამინისტრომ საპარტნიოროს განვითარების ფონდად გარდაქმნაზე განაცხადა.

„ამ საკითხის შესახებ რამდენიმე წელია ძალიან აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, ჩვენ არაერთხელ გვიმსჯელია რეფორმირების აუცილებლობაზე სამეთვალყურეო საბჭოშიც და სამთავრობო დონეზეც. მოგეხსენებათ, რომ ფონდი არ არის უბრალო შპს, რომ ერთი ხელის მოსმით გადაიჭრას ეს საკითხი. ეს გახლავთ რთული სტრუქტურა, რომელიც მოიცავს სტრატეგიულ სახელმწიფო შვილობილ კომპანიებს, რომლებსაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ ქვეყნის ეკონომიკაზე. ფონდს ჰყავს მნიშვნელოვანი პარტნიორები და საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტებიც დაინტერესებულნი არიან ამ პროცესით“, აღნიშნა ხელაიამ.

მისი თქმით, რეფორმირების არსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა შვილობილი კომპანიების დარჩენა-არდარჩენა მის შემადგენლობაში, ასევე, მმართველობითი სტრუქტურის ცვლილებას, ანუ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის გადახედვას და დამოუკიდებელი ბორდის საკითხის განხილვას.                

„მნიშვნელოვანი და აქტუალურია ფონდის დაფინანსების წყაროების საკითხი, რომელიც დღის წესრიგში განსაკუთრებულად მას შემდეგ დადგა, რაც „საპარტნიორო ფონდმა“, სახელმწიფოსთან შეთანხმებით და მთავრობის უშუალო დავალებით, განახორციელა 563 მილიონი დოლარის პროექტები, რომელთაგან ყველა საკმაოდ წარმატებულია. უმნიშვნელოვანესია, რომ „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ (GOGC), რომელიც ფონდის შვილობილი კომპანიაა, განახორციელა გაზისა და ელექტროენერგიის სუბსიდირება 209 მილიონი დოლარის ფარგლებში. მოგეხსენებათ, „ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სხვა შვილობილი კომპანიების დივიდენდები „საპარტნიორო ფონდის“ შემოსავლების ერთერთი წყაროა.  თუმცა, პანდემიისა და ენერგომატარებლების ფასების ზრდის ფონზე, სუბსიდირების ნაბიჯი აუცილებლად გადასადგმელი იყო. ისევე, როგორც „გარდაბანი 1“, ან თვითმფრინავების ნაწილების მაღალტექნოლოგიური წარმოება. მაღალტექნოლოგიური და ექსპორტზე ორიენტირებული პროექტები ფონდის პრიორიტეტებია, თუმცა ამან მნიშვნელოვნად შეამცირა ფონდის შემოსავლები, რაც სხვანაირად უნდა დაკომპენსირდეს,“ განაცხადა ხელაიამ.    

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები