| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ნატო-ს გენერალურ მდივანს ნორვეგიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა სურს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნული თანამდებობის დაკავებისთვის ოფიციალური განაცხადი უკვე გააკეთა.
სტოლტენბერგი
ამბობს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების შეთავაზება მან
ნორვეგიის ფინანსთა მინისტრისგან მიიღო. ოპოზიციის ნაწილმა ამის გამო უკმაყოფილება
გამოთქვა და განაცხადა, რომ სტოლტენბერგის დანიშვნის შემთხვევაში, ბანკის დამოუკიდებლობა
და მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დადგება. მათი თქმით, ნორვეგიაში პოლიტიკოსებს არასდროს
დაუკავებიათ ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობა.
მისი კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში, ნორვეგიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობან 2022 წლის შემოდგომამდე არ შეეძლება. ნატო-ს გენერალური მდივნის
პოსტზე უფლებამოსილების ვადა მას სწორედ ამ დროს ეწურება. სტოლტენბერგს ეკონომიკური
განათლება აქვს. ის ლეიბორისტული პარტიის ლიდერია და წარსულში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი
იყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss