ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
6200-მდე საეჭვო კონტრაქტი - „ოცნების“ შემწირველი კომპანიების მიერ მოგებული ტენდერები
14 დეკემბერი, 2021, 16:20
6200-მდე საეჭვო კონტრაქტი - „ოცნების“ შემწირველი კომპანიების მიერ მოგებული ტენდერები

თბილისი (GBC) - 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე სახელმწიფო უწყებებმა სატრანსპორტო საქონლის და მომსახურების შესყიდვის მიზნით 6,200-მდე კონტრაქტი გააფორმეს გამარტივებული გზით. აღნიშნული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 43 მლნ ლარამდეა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, ამ მხრივ ყველაზე მეტი თანხა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ (16.2 მლნ ლარი) და „ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ “(4.3 მლნ ლარი) დახარჯეს.

 

გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმებული 43 მლნ ლარის კონტრაქტებიდან დაახლოებით 50% - 21.3 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტები პარტია „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების კომპანიებზე მოდის. ეს 21.3 მლნ ლარი 27 კომპანიაზე და 2 ფიზიკურ პირზე ნაწილდება, რომლებმაც 2013-2021 წლებში „ქართულ ოცნებას“ ჯამში 953 ათასი ლარი შესწირეს. ამ თანხის დაახლოებით ნახევარი  მათ სახელისუფლო პარტიას პანდემიის დაწყების შემდეგ შესწირეს.

 

გამარტივებული შესყიდვის გზით სახელისუფლო პარტიის შემომწირველებთან კონტრაქტების გაფორმება კორუფციულ გარიგებებზე აჩენს ეჭვს. კორუფციის ნიშნების შემცველი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებით საგამოძიებო უწყებები უფრო მეტად უნდა ინტერესდებოდნენ; სატრანსპორტო საქონლის და მომსახურების შესყიდვის დროს გამარტივებული შესყიდვით კონტრაქტების დადება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს, თუ ეს არ ეხება კონკრეტული კომპანიისგან შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების შემდგომ მომსახურებას“, - განმარტავენ TI-ში.

სატრანსპორტო საქონლის და მომსახურების მიწოდებისთვის ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების კონტრაქტები  - 17 მლნ ლარამდე შპს „თეგეტა მოტორსმა“ მიიღო. შემდეგ მოდის შპს „ჯორჯიან ბას“ 3.5 მლნ ლარით და შპს „ჯი-თი გრუპი“ 1.5 მლნ ლარით. კონტრაქტების ღირებულების მიხედვით, ყველაზე მსხვილი მიმწოდებლებიდან 5 მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ („ქართული ოცნება”) შემომწირველი კომპანიაა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები