ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საპარტნიორო: ფონდს ბიუჯეტის ფული არასდროს უთხოვია
14 დეკემბერი, 2021, 13:53
საპარტნიორო: ფონდს ბიუჯეტის ფული არასდროს უთხოვია

თბილისი (GBC) - „საპარტნიორო ფონდს არასდროს დაუყენება საკითხი, რომ ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს. ეს ვერსია განიხილებოდა იმ შემთხვევაში, თუ ფონდის მიერ სამთავრობო დავალებით და მთავრობასთან შეთანხმებით განხორციელებული პროექტებში ჩადებული უკუგება ამ სახით დაუბრუნდებოდა ფონდს, ვინაიდან სხვა წყარო მთავრობას არ გააჩნია იმისათვის, რომ რომელიმე სახელმწიფო კომპანიას თანხები დაუბრუნოს“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილემ, გიორგი ხელაიამ.

როგორც მან აღნიშნა, ზოგმა ეს არასწორად განმარტა, თითქოს „საპარტნიორო ფონდში“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ახალი თანხები უნდა შევიდეს რაც, მცდარი ინფორმაციაა.

„თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ „საპარტრნიორო ფონდმა“ 2015 წელს საერთაშორისო საბანკო დაწესებულებისგან 150 მილიონის სესხი აიღო, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, დააფინანსა მრავალი უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი, მათ შორის, გარდაბნის თბოელექტროსადგური, თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მაღალტექნოლოგიური საწარმო - ATC და ა.შ. სწორედ ამ თანხების დაბრუნების ერთ-ერთ გზად განიხილებოდა ბიუჯეტი. თუმცა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ მიალიარდზე მეტი თანხის დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტი ერთიანად ვერ შეძლებს, ამიტომ განიხილება მისი ეტაპობრივად დაბრუნება. ამასთანავე, არსებობს სხვა მექანიზმებიც, რომელთა შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს“, განაცხადა გიორგი ხელაიამ.   

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები