ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საპარტნიორო ერთადერთი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტია, პროექტებში კაპიტალის მონაწილეობით
14 დეკემბერი, 2021, 14:16
საპარტნიორო ერთადერთი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტია, პროექტებში კაპიტალის მონაწილეობით

თბილისი (GBC) -  „ხშირად ისმის კითხვა, რა განსხვავებაა „საპარტნიორო ფონდისა“ და სხვა პროგრამებისა თუ სტრუქტურების საქმიანობას შორის, მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“, ან სოფლის განვითარების სააგენტო და ა.შ. პასუხი მარტივია: როდესაც კომპანია მიდის ბანკში და დასაფინანსებლად კარგ პროექტს წარუდგენს, ყოველთვის დგება საკითხი ე.წ. საკმარისი კაპიტალის. ასეთ შემთხვევაში, ბანკს უჭირს დააფინანსოს პროექტი. დღეს საქართველოში არსებული არც ერთი  საგრანტო პროგრამა, ზემოჩამოთვლილთა ჩათვლით, არ გულისხმობს კაპიტალში მონაწილეობით შესვლას პროექტში. ეს განასხვავებს მათ „საპარტნიორო ფონდისგან“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაიამ.

როგორც იგი განმარტავს, ფონდი შედის კაპიტალში, რითაც ბიზნესის სრულფასოვანი პარტნიორი ხდება.

„მართალია, თანამონაწილეობა არ სცილდება 49%-ს და ფონდი არ ერევა კომპანიის საოპერაციო მართვაში, მაგრამ ის ფაქტი, რომ ფონდი ხდება სტარტაპის პარტნიორი, პროექტებში კაპიტალით შედის და პრაქტიკულად ბიზნესის რისკებს საკუთარ თავზე იღებს, „საპარნტიორო ფონდის“ მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელია, რასაც საქართველოში ანალოგი არ აქვს,“ აღნიშნა გიორგი ხელაიამ. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები