ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-ი 17 მლნ-ს სამშენებლო ბიზნესში დებს
14 დეკემბერი, 2021, 11:15
BOGG-ი 17 მლნ-ს სამშენებლო ბიზნესში დებს

 თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ბალავარი ჯგუფი“ მორიგ დეველოპერულ პროექტს ლისზე ახორციელებს. ბანკი სამშენებლო და დეველოპერული მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, „ბალავარი ჯგუფი“ მორიგ პროექტს ლისზე, ნუცუბიძის IV / "მხატვარი-2" -ის მიმდებარედ ახორციელებს. ჯგუფის აღნიშნული და მიმდინარე პროექტების ხელშეწყობის მიზნით, ბანკის მხრიდან 17 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია გამოიყო. „ბალავარი ლისის“ დასრულება 2023 წელს იგეგმება.

12 სართულიანი კორპუსი სტუდიო ტიპისა და 1, 2 და 3 ოთახიან ბინებს გააერთიანებს.  ტერიტორიაზე ასევე განთავსდება მწვანე ზონები, საბავშვო და სპორტული მოედნები, მიწისქვეშა პარკინგი და სხვ.

„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჩვენმა ჯგუფმა წარმატებით განახორციელა სხვადასხვა დეველოპერული პროექტები და ქვეყნის მასშტაბით, სკოლებისა და ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოხარული ვართ, რომ ბანკი, როგორც ერთგული პარტნიორი,  კვლავ აქტიურად განაგრძობს ჩვენს ხელშეწყობას. ეს ჯგუფისთვის სტიმულია, მეტად განვავითაროთ საქმიანობა და განვახორციელოთ ახალი, საინტერესო პროექტები“, - აცხადებს ბალავარი ჯგუფის გენერალური დირექტორი, ეგა ტოფაძე.

„საქართველოს ბანკისა და „ბალავარი ჯგუფის“ პარტნიორობა 5 წელს ითვლის. ჯგუფი უძრავი ქონების დეველოპმენტისა და სამშენებლო მიმართულებით ადგილობრივი ბაზრის  ერთ-ერთი ლიდერია. ამაზე მეტყველებს წარმატებით დასრულებული 15-ზე მეტი პროექტიც, რომლის ღირებულებაც 45-50 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს აღნიშნული და სხვა მიმდინარე პროექტების განხორციელებაში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ წლების მანძლზე კომპანიის განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების ხელმძღვანელის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ. 

 

                                                                        

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები