ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ღVINOთონის გამარჯვებული ცნობილია
13 დეკემბერი, 2021, 19:51
ღVINOთონის გამარჯვებული ცნობილია

თბილისი (GBC) - გურჯაანის ტექნოპარკში ღVINOთონის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. მათი პროექტი ,,გამაგრილებელი დამრევი“ ქვევრში ღვინის დაყენების დროს დუღილის პროცესში დარევის ავტომატიზაციას გულისხმობს. გამარჯვებულ გუნდს 5000 ლარი გადაეცა საჩუქრად.

ინოვაციური პროექტი ღVINOთონი GITA-მ და გურჯაანის ტექნოპარკმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით განახორციელა. ღVINOთონის მიზანია, მეღვინეობის სექტორში პრობლემების/გამოწვევების შესახებ მოკვლევა და  მისი გადაწყვეტის მიზნით ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული პროდუქტის შექმნა. ღონისძიება ასევე ხელს უწყობს, პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ერთმანეთთან და მათ შორის საქმიანი ურთიერთობის სტიმულირებას.

ჰაკათონი ჩატარდა გურჯაანის ტექნოპარკში და მიმდინარეობისას მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ესარგებლათ ფაბლაბში წარმოდგენილი მაღალტექნოლოგიური დანადგარების სერვისებითა და საერთო სამუშაო სივრცით.

ღVINOთონის გამარჯვებული სპეციალურად პროექტისთვის მოწვეულმა კომისიამ გამოავლინა, რომელიც მეღვინეებით იყო დაკომპლექტებული: პაატა ჯოხაძე, ლადო უზუნაშვილი, ნინო კორკოტაშვილი, ივანე ნარეკლიშვილი და შატო მუხრანის ბრენდ ამბასადორი გიორგი ჩიკვაიძე.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები