| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – კაპიტალის გაზრდის მოთხოვნას ბაზარი სებ-ისგან არ ელოდა, თუმცა სისტემური ბანკების შეფასებით გადაწყვეტილება კანონზომიერი იყო. თიბისის CEO-მ ბიზნესფორმულას უთხრა, რომ მოსალოდნელი არა, თუმცა გამკაცრება ლოგიკური იყო. ბანკების ლობი კი იმედოვნებს, რომ სებ-ი გაზაფხულისთვის სექტორს საკრედიტო აქტივობისთვის კაპიტალს ისევ გამუთავისუფლებს.
სებ-მა გადაწყვიტა დაკრედიტება სავალუტო სესხების შეზღუდვით მოეთოკა. სავალუტო იპოთეკის ვადა დაამოკლა და კაპიტალის მოთხოვნა გაზარდა დოლარიზებულ პორტფელიანი ბანკებისთვის (არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის დათვლის მეთოდი შეიცვალა, როგორც სებ-ის პრეზიდენტმა მპკ-ის შემდეგ განაცხადა). სებ-მა რამდენიმე ინსტრუმნენტიდან, მათ შორის სარეზერვო მოთხოვნის გაზრდას ეს ამჯობინა, ისე ინსტრუმენტები მთავრობასაც აქვს, მხოლოდ დეფიციტის გაზრდა კი არ არის მისი პრეროგატივა. შეეძლო ₾200 000 ზღვარი აეწია, გარკვეულ ზღვარს ქვემოთ შემოსავლიანი მსესხებლისთვის.
შეგახსენებთ, სავალუტო დაკრედიტება ₾200 000-მდე შეზღუდულია 2019 წლის იანვრიდან. ₾100 000 ზღვარი მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობისას დაწესდა და სამოქალაქო კოდექსში 12/2018-ის +₾100 000 მორიგი ცვლილებით, მაჭავარიანის მინისტრობისას ამოქმედდა.
1 იანვრიდან უცხოურ ვალუტაში იპოთეკა 10-15 წლის ვადით აღარ გაიცემა. სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, 10-15 წლიანი სავალუტო იპოთეკის პორტფელი 1 ნოემბრისთვის 6 მლრდ ლარის ექვივალენტია, როცა ეროვნულ ვალუტაში 3.3 მლრდ ლარს არ აღემატება ( სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით).
სულ უზრუნველყოფილი ( უძრავი და სხვა ქონებით ) სესების პორტფელის 9 მლრდ ლარია, მათ შორის 5-10 წლიანი სესხების ნაშთი - 1.7 მლრდ ლარია დ აქედან , უცხოურ ვალუტაში 710 მლნ ლარის (42%).
ისე ბანკების იპოთეკურ პორტფელის გაჯანსაღების ტენდენცია შეინიშნება. პრობლემური სესხების წილი მცირდება. 1 ნოემბრისთვის, აშშ დოლარში 5.8%-მდეა შემცირებული. აპრილში კოეფიციენტი 9.6% აღწევდა.
სებ-ის სტატისტიკით, ლარში ასეთი შთამბეჭდავი კლება არ არის. პრობლემური სესხების წილი 2.5%-მდეა შემცირებული (04/2021 – 4%)
ევროს პორტფელი კი გაჯანსაღებულია.
სავალუტო მსესხებლებმა გადახდები განაახლეს. გაპრობლემებული სესხების წილი 5%-მდეა
შემცირებული (04/2021 – 11%). კოეფიციენტი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა.
უმოქმედო სესხების წილი (%) /მოცულობა
(₾) ვალუტის ჭრილში
|
₾ |
აშშ დოლარი |
ევრო |
|
|
01.11.2021 |
2,5% |
5,8% |
5,0% |
|
01.05.2021 |
4,0% |
9,6% |
10,8% |
|
01.11.2018 |
1,7% |
3.7% |
0.4% |
|
₾ |
აშშ დოლარი |
ევრო |
|
|
01.11.2021 |
95 590 478 |
154 305
560 |
98 222 372 |
|
01.05.2021 |
139 212
756 |
265 860
068 |
230 842
257 |
|
01.11.2018 |
18 451 619 |
118 574
148 |
3 117 891 |
წყარო: სებ-ი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss