ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოს რკინიგზის რეიტინგი გაუმჯობესდა
8 დეკემბერი, 2021, 17:01
საქართველოს რკინიგზის რეიტინგი გაუმჯობესდა

თბილისი (GBC) - სარეიტინგო კომპანია S&P Global-მა 8 დეკემბერს საქართველოს რკინიგზის რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა და ნეგატიურიდან სტაბილურზე გადაიყვანა. განახლებული ანგარიშის მიხედვით კომპანიის რეიტინგი B+ სტაბილური გახდა. პროგნოზის გაუმჯობესება მიმდინარე წელს ტვირთბრუნვის სტაბილურმა ზრდამ და გაუმჯობესებულმა საოპერაციო მაჩვენებლებმა განაპირობეს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია  2021 წელს განხორციელებული რეფინანსირება, რის მიხედვითაც საქართველოს რკინიგზამ სასესხო ხარჯი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოს რეიტინგი BB ,,ნეგატიურია“  და კომპანიის რეიტინგის განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა სუვერენულ რეიტინგს ენიჭება, რკინიგზის ბოლო დროინდელი წარმატებული ოპერაციების შედეგად, სარეიტინგო ორგანიზაციამ პროგნოზი მაინც გააუმჯობესა.

შეგახსენებთ, რომ S&P Global-ი რამდენიმე ათწლეულია საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტორების ერთ-ერთი ფავორიტი სარეიტინგო კომპანიაა, რომელიც ფინანსურ ბაზრებზე ურყევი რეპუტაციით სარგებლობს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები