ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
FDI 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა - რეინვესტირების წილი 98%-ია
9 დეკემბერი, 2021, 15:45
FDI 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა - რეინვესტირების წილი 98%-ია

თბილისი (GBC) - წლის პირველ 3 კვარტალში საქართველოში 728.4 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო რაც 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის III კვარტალში 299.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 1.4 პროცენტით აღემატება, თუმცა კვარტლურად ეს მაჩვენებელი ჩამოუვარდება პანდემიამდელ 2019 წელს როდესაც მესამე კვარტალში ქვეყანაში 403 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

წლის მესამე კვარტალში ინვესტიციების უდიდესი წილი რეივესტირებაზე მოდიოდა. კერძოდ, FDI-ში რეინვესტირების წილი 98%-ს შეადგენს. ახალ ინვესტიციებზე კი მხოლოდ 6.7 მლნ დოლარი მოდის.

2021 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 87.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29.1 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 69.3 მლნ. აშშ დოლარით (23.2 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 54.8 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი). 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები