ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
არ ვაპირებ გადადგომას - კობა გვენეტაძე
8 დეკემბერი, 2021, 18:02
არ ვაპირებ გადადგომას - კობა გვენეტაძე

თბილისი (GBC) - სებ-ის პრეზიდენტმა ან უნდა თქვას, მასთან ერთად, ინფლაციის რეკორდულ ზრდაზე პასუხიმგებლობას ვინ იზიარებს, უნდა წარმოადგინოს  თანამდებობის პირთა ჩამონათვალი -  ვინ ვერ მუშაობს ამ სახელმწიფოში.  ან უნდა გადადგეს. 

მათ შორის მოიაზრება კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რომელიც მხარს უჭერს მთავრობის სხვადასხვა ინიციატივებს და კანონპროექტებს, მათ შორის, დაუჭირა ბიუჯეტის პროექტს, 4.4%-მდე გაზრდილი დეფიციტით, რის დასაბალანსებლადაც სებ-ს  რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო მეტით გაზრდა უწევს, როცა ინფლაციის მოსათოკად  პოლიტიკა ისედაც  გამკაცრებულია.

ამ დროს მსესხებელს  ტვირთი უმძიმდება, რაც  მტკივნეულია.

სებ-ის პრეზიდენტმა პანდემიის გაურკვევლობაში სხვა მტკივნეულ  გადაწყვეტილებების გარდაუვლობაზეც განაცხადა, მათ შორის  საფინანსო ბაზრისთვისაც, რომ ბაზარს კრიზისისთვის გაეძლო. 

რომ მატყუარაა, ბრალდებას არ იზიარებს, რადგან  ფაქტებით საუბრობს. სებ-ის პროგნოზების გამტყუნებაზე განაცხადა, რომ  "ბრალდმდებელი" რაქვიაშვილი ვერ მოიხმობს ბუნებაში 2019 წლის ისეთ პროგნოზსს, რომელიც 2020-ში გამართლდა. 

ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი გვენეტაძეს პოლიტიკურ დევნილად ხედავს, რაც მისივე ხელშეწყობითაა. მას პასუხი მოთხოვეს  ანაკლიის პროექტის ჩაშლაზე, რაც არ გაიზიარა.

ყველაზე მეტი კითხვა იყო  ინფლაციაზე. კობა გვენეტაძის  თქმით, ინფლაცია უკვე გლობალური ფენომენია. მიწოდების ფაქტორის (არამონეტარული) მოქმედებით იზრდება ფასები, კურსის 3 თვიანი გამყარების პირობებში. მაგ: ნავთობი, ეკონომიკური აქტივობის შემცირებისას გაიაფდა, აღდგენის შემდეგ, მოთხოვნის შესაბამისად გაძვირდა. ასეა  სასურსათო ფასთან მიმართებაშიც (შაქარი, ხორბალი, ზეთი...) გაზრდილია გადაზიდვები (მაგ: ჩინეთიდან ევროპაში +400%) რაც საბოლოოდ  ტარიფებში აისახება. მათ შორის ტაქსის და სხვა გარდაუვალი საჭიროების სერვისის თანხები. დასაქმებული  ტრანსპორტივით ხომ არ გაჩერებულა. გადაადგილდებოდა უფრო ძვირად. და მსგავსი უამრავი ფაქტორია, მთელი წყება, რაზეც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა.

ფასების შემაკავაბელი ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს, უფრო დაბალ ინფლაციაზე გასვლის შესაძლებლობას მხოლოდ  ძვირი ფული ქმნის, რაც 18-20% რეფინანსირების განაკვეთს გულისხმობს (10.5% -მდე გაიზარდა 8 დეკემვრის მპკ-ზე )  და რაც სებ-ის პრეზიდენტის თქმით, მთლიანად ჩაკლავდა ეკონომიკურ აქტივობას. ეს კი ნიშნავს დაკრედიტების  გაჩერებას, მსესხებლის მდგომარეობის დამძიმებასთან ერთად.

 მიზეზი მიწოდების ფაქტორებია, გამკლავება შეუძლებელია და შებრძოლება გაუმართლებელი. ამაზე წასვლა ნიშნავს ეკონომიკის ვარდნას -12%-მდე, ან მეტით, შარშანდელი -6% -ის ნაცვლად.

რეალობა ქმნის ერთადერთ გამოსავალს, რომ ფულის გაძვირება ჯობს უფულობას. სებ-ის პრეზიდენტმა რამდეჯერმე ახსნა, რომ  სებ-ს  მხოლოდ მოთხვნის მხრიდან რეაგირება შეუძლია, მიწოდების მხრიდან წნეხის გასანეიტრაკლებელი ბერკეტი არ აქვს. 



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები