ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გვენეტაძე: პოლიტიკა ფასდება საპროცენტო განაკვეთით და არა ფულის მასით
8 დეკემბერი, 2021, 16:59

თბილისი (GBC) - „ხშირად ისმის კითხვები ფულის მასაზე. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ, თუ რა არის ფულის მასის ზრდის წყარო. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ როგორც ფისკალური სტიმულის ზომა, ასევე საბანკო დაკრედიტება. ორივე ფაქტორი ფულის მასის ზრდის წყაროს წარმოადგენს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ცხადია, ბიუჯეტის მიერ უფრო ნაკლები ხარჯვის და/ან ეროვნული ბანკის მიერ სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით დაკრედიტების გაჩერების შემთხვევაში ფულის მასა უფრო მცირე მოცულობის იქნება, თუმცა, ასეთი პოლიტიკის გატარებით, ისედაც შემცირებული ერთობლივი მოთხოვნის პირობებში, 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა გაცილებით უფრო დიდი გვექნებოდა, ვიდრე -6.8%-ია.

ეკონომიკის ზრდასა და განვითარებასთან ერთად ფულის მასა ნომინალურად ყოველთვის გაიზრდება. თუმცა ფულის მასის ზრდის ტემპსა და გაცვლით კურსს შორის კავშირი, საუკეთესო შემთხვევაში, ცალსახა არ არის. მაგალითისთვის 2007-2008 წლებში, მიუხედავად ლარის გამყარებისა, ფულის მასა საშუალოდ 40%-ით იზრდებოდა, ხოლო 2015 წელს პირიქით - მიუხედავად ლარის გაუფასურებისა, ფულის მასა წლიურად 4%-ით შემცირდა. ამიტომ, მონეტარული პოლიტიკის ფულის მასის ზრდა-შემცირების დინამიკის მიხედვით შეფასება, შეცდომაში შემყვანი იქნება. ამიტომაც, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით, მონეტარული პოლიტიკის პოზიცია ფასდება საპროცენტო განაკვეთით“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები