| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2021 წელს რეალური მშპ-ს 10%-იან ზრდას მოველით. ჩვენი
პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი შიდა მოთხოვნა იქნება. ერთი მხრივ, მაღალ შიდა
მოთხოვნას ფისკალური სტიმული და საკრედიტო აქტივობა განაპირობებს, ხოლო, მეორე
მხრივ, ის პანდემიის გამო ეკონომიკის ჩაკეტვისას დაგროვებული და გადავადებული
მოხმარების ასახვაცაა. მომავალ წელს ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენასთან ერთად,
რეალური მშპ 5%-ით გაიზრდება. აქვე აღსანიშნავია, რომ შედარებით მძლავრი ეკონომიკური
ზრდის ფონზე, ეკონომიკის პოტენციური დონიდან ჩამორჩენა პრაქტიკულად აღმოიფხვრა და,
წინა პერიოდებისგან განსხვავებით, როდესაც შიდა აქტივობა ჯერ კიდევ სუსტი იყო,
მზარდი შიდა მოთხოვნა ფასების ზრდას ვეღარ გაანეიტრალებს.
დამატებითი ინფლაციური ზეწოლის აღმოსაფხვრელად მონეტარულ
პოლიტიკას გამკაცრებულ დონეზე ვინარჩუნებთ. ამასთან, თუ ინფლაციის მოლოდინებზე
ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შეიძლება, მონეტარული
პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად
შენარჩუნება გახდეს საჭირო. დღევანდელი გადმოსახედიდან, მიმდინარე გამკაცრებული
მონეტარული პოლიტიკისა და ფასებზე მოქმედი დროებითი შოკების მილევის კვალდაკვალ,
მომავალ წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და პოლიტიკის განაკვეთს ეტაპობრივად
მხოლოდ ინფლაციის მნიშვნელოვანი კლების შემდეგ შევამცირებთ.
ფულის მასოს ზრდაზე იმოქმედა ფისკალური სტომულმა და საბანკო დაკერედიტებამ. ბიუჯეტის მიერ უფრო ნაკლები ხარჯის გაწევის და დაკრედიტების გაჩერების შემთხვევაშის ფულის მასა ნაკლები იქნებოდა. მაგრამ ეს ეკონომიკურ ვარდნაზე აისახებოდა, -6.8 -ზე მეტად.
ფულის მასის ზრდასა და კურსს შორის კავშირი ცალსახა არ არის. მაგ: 2007-2008 წლებში ლარი მყარდებოდა ფულის მასა იზრდებოდა, 2015 წელს, პირიქით, რაც სებ-ის პრეზიდენტის თქმით, სადემონსტრაციოდ გამოდგება, იმის მანიშნებლად, რომ მპ-ის პოზიცია საპროცენტო განაკვეთით ფასდება და არა ფულის მასის ზრდით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss