| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Foreign Policy-ი და ახლად შექმნილი
ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი (AGECF), რომლის მმართველი
საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, 8 დეკემბერს
ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებას გამართავენ
ქართული აუდიტორია ღონისძიებაზე მიწვეულია სასტუმრო “შერატონ მეტეხი
პალასში”. შეხვედრას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
Foreign Policy-ი ამერიკული გამოცემაა,
რომელიც 1970 წელს დაფუძნდა და ფოკუსირებულია გლობალურ საკითხებზე, მიმდინარე
მოვლენებზე, შიდა და საერთაშორისო პოლიტიკაზე.
ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის
ფონდი 2021 წლის აგვისტოში დაფუძნდა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს აშშ-ის
საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) რეგიონული ოფისის გახსნას
თბილისში და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (FTA) გაფორმებას ამერიკის
შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.
ფონდის მმართველი საბჭოს/გამგეობის
შემადგენლობაში არიან
მეთ კენედი - Converge დამფუძნებელი და
მმართველი პარტნიორი; მუშაობდა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში ვაჭრობის,
ფინანსთა დეპარტამენტებში და თეთრ სახლში;
სტუარტ აკერლი - ადვოკატი ვაშინგტონში და
Statera Capital-ის დირექტორი, იყო ახლად შექმნილი აშშ-ის საერთაშორისო
განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პირველი ხელმძღვანელი და აშშ-ის სავაჭრო
წარმომადგენლობის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე და უფროსი მრჩეველი.
ქალებ ჩარლზ მაკკარი - ამერიკის საგარეო
პოლიტიკის ექსპერტი. იგი მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო
კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ.
დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველოს
პარლამენტის ყოფილი წევრი, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების
ექსპერტი;
ლევან ავალიშვილი- ინფორმაციის თავისუფლების
განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანადამფუძნებელი და პროგრამების ხელმძღვანელი;
ირინა ლორთქიფანიძე - აქვს მრავალწლიანი
მუშაობის გამოცდილება კანონის უზენაესობის, სასამართლო და იურიდიული პროფესიის
რეფორმების, ადამიანის და ქალთა უფლებების საკითხებზე აშშ-ის საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის და გაეროს პროექტების ფარგლებში.
For questions and further details about the watch event, and to RSVP, please contact Dimitri Tskitishvili, board member of AGECF, by phone at +995599109066 or by e-mail at info@agecf.org / dimitrits@gmail.com
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss