ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართა
7 დეკემბერი, 2021, 19:22
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართა

თბილისი (GBC) - ლიბერთის გენერალური პარტნიორობით გამართულ საერთაშორისო შეჯიბრზე  Future Agro Challenge  გამარჯვებული გამოვლინდა.

ტექნოპარკში ჩატარებული კონკურსის ჟიურიმ   წლის აგროპრენერად    Ozone Georgia (Hydrogen Technology) დამფუძნებელი გიორგი წივწივაძე  დაასახელა.

Future Agro Challenge-ს   მართული  მიზანი სტარტაპების, ინოვატორების, აგროპრენერების”, ფერმერების, მეწარმეების, აგროტექნოლოგების, აგროტურიზმითა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერა და გაძლიერებაა. 

დაფინანსებადი საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ინოვაციების აღმოსაჩენად და გლობალური თანამშრომლობის წასახალისებლად ღონისძიებამ  სხვადასხვა ქვეყნის ეკოსისტემის მონაწილეებს უმასპინძლა.

„ლიბერთი ულოცავს გამარჯვებულს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრში წარმატებას და წლის აგროპრენერის წოდების მიღებას. Future Agro Challenge Georgia საშუალებას გვაძლევს წარმოვაჩინოთ სიახლეების მაძიებელი ნიჭიერი ადამიანები, ხელი შევუწყოთ  მათ განვითარებას და  რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.

ჩვენი  სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ კი  მომხმარებლისთვის არაერთი სიახლის შეთავაზებასთან ერთად, მარტივი მომსახურებით აგრობიზნესის განვითარებას,  ახალგაზრდების და მათი ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას  გულისხმობს.

განაცხადა Future Agro Challenge Georgia-ს ჟიურის წევრმა, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულების დირექტორის მოადგილე ირაკლი აბაშიძემ.

საერთაშორისო შეჯიბრში გამარჯვებულმა ფულად ჯილდოსთან ერთად მიიღო  წვდომა მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც  საბერძნეთში, 2022 წელს ჩატარდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები