ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
პროკრედიტი მმართველობით გუნდს ქალებით აძლიერებს
7 დეკემბერი, 2021, 17:24
პროკრედიტი მმართველობით გუნდს ქალებით აძლიერებს

თბილისი (GBC) - პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი, დამოუკიდებელი წევრები წარუდგინეს მედიას.

 

საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ, რომლის შემადგენლობაში არიან: საბჭოს თავჯდომარე - მარსელ ცაიტინგერი და წევრები - რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50% შეადგინა.

 

"საბანკო სექტორში მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში პროკრედიტ ჯგუფმა განვითარების სხვადასხვა ეტაპები გაიარა. პროკრედიტი ყველა ქვეყანაში ერთიანი პასუხისმგებლობით უდგება საბანკო საქმიანობას, რაც სოციალურ, ეთიკურ და გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს. იმედს გამოვთქვამთ , რომ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი, ქართველი წევრები მნიშვნელოვან კონტრიბუციას შეიტანენ ბანკის გრძელვადიანი განვითარების გეგმებში" - აღნიშნავს საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი.

 

პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი.

 

საერთაშორისო ჯგუფის წევრობა, პროკრედიტის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ საუკეთესო პირობებით ყველაზე მოთხოვნად საბანკო მომსახურებებზე.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები