| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივ ანგარიშში აღნიშნულია, რომ "საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის საშუალებით, ინფლაციაზე კონტროლი შენარჩუნდა, რამაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ცენტრალური ბანკის სანდოობა გაზარდა. ეროვნულმა ბანკმა, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, შესამჩნევად განავითარა და გაათანამედროვა ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტები. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ლარის ლიკვიდობაზე უკეთესს წვდომას".
ანგარიშის თანახმად, ეროვნულმა ბანკმა,
შესაძლო რისკების შესამცირებლად, ბანკებს უცხოური ვალუტით გაცემულ არაჰეჯირებულ
სესხებზე რისკის მიხედვით უფრო მაღალი შეწონვა დაუდგინა და ჯერ კიდევ პანდემიამდე,
დაკრედიტების უფრო მკაცრი მოთხოვნები დაუწესა. ეს ინსტრუმენტები, შესაძლოა, COVID-19 - ის კრიზისის უარყოფითი გავლენის
შემსუბუქების ძალიან კარგი საშუალება აღმოჩნდეს.
"ეროვნული ბანკის შემაკავებული
ღონისძიებებისა და "ლარიზაციის" პროგრამის განხორციელების შედეგად, 2020
წლის სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი სესხების 56.1% და მთლიანი დეპოზიტების 60%
დენომინირებული იყო უცხოური ვალუტით. აღნიშნული მაჩვენებლები, 2015-2016 წლების
პიკთან შედარებით, შემცირებულია. გატარებული ღონისძიებების შედეგები უფრო
თვალსაჩინოა ბანკების საბალანსო უწყისების აქტივების მხარეს, სადაც ჩანს, რომ 2015
წლის შემდეგ ლარით დენომინირებული სესხები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. თუმცა, ბიზნესისა
და შინამეურნეობების ეროვნული ვალუტით განთავსებული ანაბრების წილიც 2020 წელს
2015 წელთან შედარებით ზრდას აჩვენებს", - აღნიშნულია ევროპის საინვესტიციო
ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივ ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს უფრო მდგრადი
TIBR ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის ინდექსის შემოღებამ და რეპო გარიგებების
ჩარჩო შეთანხმებამ ხელი შეუწყო ბანკთაშორის ბაზრებზე ლიკვიდობის განვითარებას და
საპროცენტო განაკვეთების მოკლევადიანი რყევები შეამცირა.
წყარო:
https://www.eib.org/attachments/publications/georgia_country_diagnostic_en.pdf
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss