ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ექსპერტი Myway -ს ლიცენზიის გაუქმების საფრთხეზე
7 დეკემბერი, 2021, 11:23
ექსპერტი Myway -ს ლიცენზიის გაუქმების საფრთხეზე

თბილისი (GBC) - Myway Airlines-ისთვის კომერციული ფრენის ლიცენზიის შესაძლო გაუქმებას, ექსპერტი ტრანსპორტის საკითხებში“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის თავმჯდომარე ვასო ურუშაძე ეხმაურება  

"წარმოუდგენელია, ამჟამად ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კი იმ სირთულეების გათვალსწინებით, რაც ავიაციის ბაზარზეა, მთავრობა ბიუროკრატიული, პროცედურული, უმნიშვნელო დარღვევების ბრალდებით ეროვნულ ავიაკომპანიას ექსპლუატაციის უფლებას უზღუდავდეს.  ავიაკომპანიისთვის ექსპლუატანტის სერთიფიკატის გაუქმება ნიშნავს, მის პარალიზებას, კომერციული ფრენების შეზღუდვას, ვალდებულებების შეუსრულებლობას და შედეგად გაკოტრებას, მაშინ როცა ის მეორე კატეგორიის ეროვნული საწარმოა, ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადამხდელი.

 მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე, როცა ქვეყანა 100 000 სულ მოსახლეზე მსოფლიოში სიკვდილიანობით ერთერთი პირველია, გვაქვს ეკონომიკური კრიზისი, მაღალი ინფლაცია, სამუშაო ადგილების დეფიციტი. ეროვნულ ავიაკომპანიებს მგზავრთა გადაყვანაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეუმცირდათ,  მიუხედავად ამისა, ისინი  ინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს, იხდიან სახელმწიფო  გადასახადებს და ამ გარემოების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მარეგულირებელი ორგანოს სადამსჯელო მოქმედებები რათქმაუნდა მიუღებელია. მაშინ როცა დარღვევა, რაზეც აპელირებს ავიაციის მარეგულირებელი ორგანო, არ უქმნის საფრთხეს მგზავრთა უსაფრთხოებას და არ უკავშირდება ავიაკომპანიის უსაფრთხო ექსპლუატაციის საკითხებს. პროცედურული დარღვევების შემთხვევაში, ავიაკომპანიას ფრენის უფლების შეჩერების გარეშე უნდა ჰქონდეს გონივრულ ვადაში ხარვეზის გამოსწორების უფლება. აღნიშნული, სახელმწიფოს გაცხადებული ეკონომიკური პოლიტიკის ხედვიდან გამომდინარე, პირველ რიგში თავად მთავრობის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს.

საქართველოს აქვს უნიკალური  შესაძლებლობა სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში გახდეს რეგიონული ლიდერი, რასაც სჭირდება ხელისუფლების მხრიდან კერძო სექტორის მხარდაჭერა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, თუმცა სამწუხაროდ საპირისპირო მაგალითებს ვხედავთ - ავიაკომპანია “Myway Airlines”-ის   შემთხვევა ამის ნათელი დადასტურებაა", - მიაჩნია ურუშაძეს . 


ექსპერტი ტრანსპორტის საკითხებში

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის თავმჯდომარე

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები