| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში„-ში, გაიმართა პრესკონფერენცია „ნონა გაფრინდაშვილი ნეთფლიქსის წინააღმდეგ“ საქმის შესახებ.
ქართული რეალობისთვის საქმის უპრეცენდენტო ხასიათიდან და საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, იურიდიულმა ფირმამ BLB-მ (ბიელბიმ), რომელიც ნონა გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველია,
საქმის მიმდინარეობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა.
ნონა გაფრინდაშვილის გახმაურებულ
სარჩელზე „ნეთფლიქსის“ წინააღმდეგ, აშშ-ს კალიფორნიის შტატის სასამართლოში,
ღია (ზეპირი) განხილვა ჩაინიშნა. სხდომა დანიშნულია მხარეთა მონაწილეობით და
ზეპირი მოსმენით 2022 წლის 24 იანვარს, დღის 14:00 საათზე. საქმეს იხილავს
მოსამართლე ვირჯინია ფილიპსი.
***
“ნეტფლიქსმა” სასამართლოში იშუამდგომლა სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ.
ნონა გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველი ქართველი და ამერიკელი იურისტების ძალისხმევით, დაიკითხა
სერიალის სცენარისტი და პროდიუსერი ფრენკ სკოტი - (ცნობილი რეჟისორი, სცენარისტი
და პროდიუსერი, რომლის ნაშრომები მრავალჯერ არის წარდგენილი ოსკარსა და ემიზე,
მისი რეჟისორობით “ნეტფლიქსმა” გადაიღო ასევე ცნობილი
მინისერიალი “Godless”). Სკოტი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ იცოდა სიმართლე ლეგენდარული მოჭადრაკის კარიერული მიღწევების შესახებ - Რაც ადასტურებს “ნეთფლიქსის” მიერ მცდარი ფაქტების მიზანმიმართულად გავრცელებას.
ნონა გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა საპასუხო პოზიცია სასამართლოს წარუდგინეს 2021
წლის 3 დეკემბერს. არგუმენტები ძირითადად ეყრდნობა სწორედ ფრენკ სკოტის ჩვენებას.
***
შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭადრაკე,
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, პირველი ქალი, რომელმაც ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდება
მოიპოვა - ნონა გაფრინდაშვილი, უმსხვილეს სტრიმინგს „ნეთფლიქსს“ მის მიმართ
შეურაცხმყოფელი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ედავება. საქმე ეხება სერიალ
„ლაზიერის გამბიტს“ (The Queen’s Gambit), რომლის კულმინაციურ ეპიზოდში,
ჭადრაკის დიდოსტატის უმნიშვნელოვანესი კარიერული მიღწევის შესახებ მიზანმიმართულად
გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია, რომ მას მამაკაც მოჭადრაკეებთან არასდროს
უთამაშია; ამავდროულად სერიალში იგი მოხსენიებულია, როგორც რუსი მოთამაშე.
(ცნობისთვის, „ნეთფლიქსი“ უმსხვილესი
სტრიმინგ და მედია მაგნატია, რომლის მხოლოდ 2020 წლის შემოსავალი დაახლოებით
25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.)
***
უდავოდ დადასტურებული ფაქტია, რომ ნონა გაფრინდაშვილი 1950-იანი წლების ბოლოდან წარმატებით ასპარეზობდა მამაკაცთა ტურნირებზე საბჭოთა კავშირის მასშტაბით და 1960-იანი წლებიდან მონაწილეობს და იგებს პრესტიჟულ საერთაშორისო მამაკაცთა
ტურნირებს.
·
“Ნონა გაფრინდაშვილის მთავარი კარიერული მიღწევა უკავშირდება კალიფორნიის შტატს, კერძოდ ლონ პაინის სახელგანთქმულ ტურნირს, სადაც მან მოიპოვა დიდოსტატის წოდება მამაკაცთა შორის. Სიმბოლურია, რომ 44 წლის შემდეგ ლეგენდარული მოჭადრაკე კვლავ კალიფორნიაში თამაშობს
და ველით ასეთივე ტრიუმფალურ გამარჯვებას. Ეს სასამართლო დავა მისი მემკვიდრეობის ნაწილია” - განაცხადა BLB-ის (ბიელბის) პარტნიორმა, ნონა გაფრინდაშვილის წარმომადგენელმა მაია მწარიაშვილმა.
***
მეთფლიქსის შუამდგომლობასა და ნონა გაფრინდაშვილის საპასუხო პოზიციასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი გახდება 2022 წლის 24 იანვრის შემდგომ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss