| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2021 წლის 7 დეკემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ
თბილისში“ (რუსთაველის გამზირი #29) გაიმართება საქართველოში ენერგეტიკის სექტორის
რეფორმის ხელშეწყობის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ახალი ეტაპის დაწყების
შესახებ ღონისძიება, რომელსაც გახსნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი.
პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროსა და KFW-ის თანამშრომლობით. პროგრამას ახორციელებს საერთაშორისო
კონსორციუმი Gopa International Energy Consultants (Intec)-ის ხელმძღვანელობით.
ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება პროგრამის დაგეგმილი აქტივობები, რეფორმის
მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, პროექტის მოსალოდნელი შედეგები.
ღონისძიებაში მონაწილეობებ:
• დავით
თვალაბეიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის მოადგილე
• სიგრიდ ბრეტელი,
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი
• ბოდო შმულინგი, სამხრეთ
კავკასიის ოფისის ენერგეტიკის სექტორის დირექტორი, KfW
• მარკო კაპონიგრო -
დირექტორი - მდგრადი ენერგია, Gopa International Energy Consultants (Intec)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss