| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

2013-2020
წლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო უწყებებში პიარ-სამსახურებში
დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან 140.5 მლნ ლარი დაიხარჯა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“
კვლევა 322 სახელმწიფო უწყების მონაცემებს მოიცავს, მათ შორისაა, საკანონმდებლო, აღმასრულებელი,
სასამართლო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოები, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული
პირები.
ყველაზე
სოლიდური თანხა, 19.9 მლნ ლარზე მეტი, 2016
წელს დაიხარჯა.
2020
წელს, 2012 წელთან შედარებით, 578-დან 969-მდე (68%) გაიზარდა სახელმწიფო უწყებების
პიარში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა.
თბილისის
მერიამ 2018 წელს ააიპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო“ შექმნა, რომელშიც გამგეობებსა
და მერიას დაქვემდებარებულ სტრუქტურებში მოქმედი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები
გაერთიანდა. დედაქალაქის მერიაში 2020 წელს
საშუალოდ 56 თანამშრომელი იყო დასაქმებული, რომელთა ანაზღაურებაზეც 1.6 მილიონი ლარი
დაიხარჯა.
2020
წელს, პიარ-სამსახურების თანამშრომელთა ანაზღაურებაზე დახარჯულმა თანხამ კი 18.4 მლნ
ლარი შეადგინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss