| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია ,,კამექსი“ ბიზნესის ახალ მიმართულებას იწყებს. საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებს ,,კამექსი“ საკუთარი ავიაკომპანიის ,,კამექს ეარლაინსის“ მეშვეობით განახორციელებს, რომელიც უკვე დააფუძნა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ექსპლოატანტის ლიცენზიის მისაღებად ,,სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ უკვე მიმართეს და ამ კუთხით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ავიაკომპანია ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს წამყვან საერთაშორისო სალიზინგო კომპანიებთან და 2022 წლის ბოლომდე ოთხი სატვირთო ავიალაინერის შემოყვანას გეგმავს.
ავიაკომპანია ტვირთებს ევროპიდან და ამერიკიდან აზიის
მიმართულებით და პირიქით გადაზიდავს, საქართველო კი იქნება დამაკავაშირებელი ცენტრი,
სადაც მოხდება ავიალაინერების ბაზირება და ტვირთების შეკრება-გადანაწილება.
როგორც კომპანია ,,კამექსში“ განმარტავენ, კოვიდ პანდემიის
ფონზე მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნა, ამიტომ
გადაწყვიტეს ეს საქმიანობა საკუთარი ავიაკომპანიით განახორციელონ. კომპანია ,,კამექსი“
აღნიშნულ ბიზნესში ადგილობრივ და უცხოურ პარტნიორებთან
ერთად შედის, რომელთა შესახებაც ახლო მომავალში გახდება ცნობილი. საქართველოს ბაზარზე საჰაერო სატვირთო გადაზიდვების
სფეროში უკვე წარმატებულად საქმიანობს რამდენიმე ავიაკომპანია, რადგან თავისი გეოგრაფიული
მდებარეობიდან გამომდინარე ის საკმაოდ მიმზიდველი ლოკაციაა რეგიონში ამ ბიზნესისთვის.
კომპანია
,,კამექსი“ საქართველოს ბაზარზე ათ წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს და ახორციელებს
საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის სამხრეთ კავკასიის
რეგიონში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და ამერიკაში. ,,კამექსი“
ამ პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც სტაბილურად მზარდი კომპანია, რომელიც
მომხმარებელს სერვისებს ხელმისაწვდომ ფასში სთავაზობს. მათ შორის, წარმატებით განახორციელა
ონლაინ შოფინგის მიმართულება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss