ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დეგნანი:ყველა მხარემ უნდა განაგრძოს ძალისხმევა, რომ სასამართლო პროცესი იყოს სამართლიანი.
2 დეკემბერი, 2021, 15:38
დეგნანი:ყველა მხარემ უნდა განაგრძოს ძალისხმევა, რომ სასამართლო პროცესი იყოს სამართლიანი.

თბილისი (GBC) - საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას პოზიტიურ ფაქტს უწოდებს.

 

„ვფიქრობ, პოზიტიური ფაქტია, რომ ბატონმა სააკაშვილმა მეორედ შეძლო საკუთარ სასამართლო მოსმენაზე პირადად დასწრება. პოლიციამ კარგი სამუშაო ჩაატარა იმისთვის, რომ მას პროცესზე მისვლა უსაფრთხოდ შეძლებოდა, მედიას კი პროცესის გაშუქების საშუალება, საზოგადოებას კი მასზე დაკვირვების საშუალება ჰქონოდა,“- აღნიშნა ელჩმა.

 

მისი თქმით, პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ უნდა განაგრძოს ძალისხმევა, რომ სასამართლო პროცესი იყოს სამართლიანი.

 

„ვფიქრობ, ხორციელდება ძალისხმევა იმისთვის, რომ მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცული იყოს. ეს, რა თქმა უნდა, დასაწყისია, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც მე მანამდე აღვნიშნე, მისმა მხარდამჭერებმა მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა მშვიდობიანად და წესრიგის დაცვით განახორციელონ. ასევე მნიშვნელოვანია, სამართლიანი სასამართლო პროცესისთვის, რომ ეს სასამართლო დარბაზშიც დაცული იყოს. ყველა ეს კომპონენტი განსაზღვრავს არის თუ არა სასამართლო პროცესი სამართლიანი. პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ უნდა განაგრძოს ამ მიმართულებით ძალისხმევის გამოჩენა,“- აღნიშნა ელჩმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები