ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი Z „ელექტრონავტი XIl“- ის მეგობარია
2 დეკემბერი, 2021, 14:49
თიბისი Z  „ელექტრონავტი XIl“- ის მეგობარია

თბილისი (GBC) - ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების მეთორმეტე ცერემონიალს „ელექტრონავტი XIl“ ფონდი ელექტრონავტი თბილისის მერიასთან ერთად დეკემბერში გამართავს. დაჯილდოების მეგობარია თიბისი Z.  ელექტრონავტების ვინაობას ინტერნეტ-გამოკითხვის მონაწილეების გარდა, ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური განსაზღვრავს. ჟიურიმ 9 ნომინაციაში, 200-ზე მეტი არტისტის ნამუშევარი განიხილა.

 

წლევანდელი დაჯილდოება მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

·                     მუსიკალური ვიდეო / Best Video

·                     ლეიბლი / Best Label

·                     ალბომი / Best Album

·                     დიჯეი / Best DJ

·                     ლაივ სთრიმი / Best Live stream

·                     ტრეკი / Best Track

·                     მედია / Best Media

·                     Z არტისტი / Z Artist

·                     ელექტრონავტი XII / Electronaut XII

 

თიბისი Z-ის მისია ახალგაზრდა თაობის უპირობო მხარდაჭერა და მათი ინტერესების შესაბამისად განვითარებაში ხელშეწყობაა. წლევანდელი წლის განსაკუთრებულ კატეგორიაში “Z არტისტი”  თიბისი Z, ფულადი პრიზით, 3000 ლარით დააჯილდოვებს 25 წლამდე ასაკის, გამორჩეულ მუსიკოსს.


საჯარო ხმის მიცემა 9 დეკემბრამდე არის შესაძლებელი ინტერნეტ გვერდზე
www.electronauts.ge.

 

საბოლოო ნომინანტების სია 10 დეკემბერს  გახდება ცნობილი. არსებული ნომინანტები შეირჩევიან საჯარო ხმის მიცემისა და ჟიურის გადაწყვეტილების მიხედვით. გამარჯვებული ნომინანტები კი, გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიალზე, “ქართული ფილმის” დარბაზში, შეზღუდული დასწრების პირობებში, 11 დეკემბერს. დაჯილდოების ცერემონიალი ფონდის მედია მხარდამჭერის - სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გავა.

 

საკონცერტო ნაწილში სრულიად ახალი და ნაცნობი კომპოზიციებით წარდგებიან: TAMADA, BAD HABITZ, ELLARGE , MECHANICAL RAINBOW, 4D MONSTER LOBSTERS, TOKE. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები