| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აი ვინ მასამართლებს მე, რომელსაც ქვეყნიდან არაფერი არ წამიღია, თითზე გადასახვევიც კი, - სააკაშვილმა პროცესზე ძალოვანების გამდიდრების ფაქტები მოიხმო, მათი ვინც ახლა ასამართლებს.
"პანდემიაში ეკონომიკის ჩამოშლისას მრავალი ასეული ათას ლარს მურისიძე ფეშენებულ სახლზე ხარჯავს და 102 000 ლარს ავტომობილში. არაფერი არ მოუპარავს ხო?", - სააკაშვილმა პროცესზე პროკურორების დაგროვილი ქონებაც მოიხმო, შოთაძის და მისი მოადგიოლეების. ასევე ფარცხალაძის გაპრავებული $1 მლნ.
"როგორ ხდება გომელაურის თანამშრომელი, რომელთა ხელფასი ჩემი პრეზიდენტობის დროინდელია, სათამაშო ბიზნესის მოწილე ხდება 60 მილიონიან ბიზნესში 20% -ით. თქვენ არ გინდათ ასეთი თოვლის ბაბუა?" , - პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ კლიენტურის მაღალრისკანობის გამო პოლიციელისთვის 10 000 ლარზე მეტის სესხიც კი არ არის ხელმისაწვდომი და ამ დროს ისინი მილიონიან ბიზნესში ხვდებიან.
მან სასამართლოს და პროკურატორის რეფორმირების საჭიროებაზე განაცხადა. აღნიშნა რეგიონების გაძლიერებაზე. ყველა მუნიციპალიტეტს თავისი შერიფი უნდა ჰყავსდეს. განაცხადა ეკონომიკის თავისუფლების აქტი რომ აღსადგენია. სისტემა უნდა იყოს დეცენტრალიზებული. უკმაყოფილოა, რომ ივანიშვილმა უფასო ელექტროენერგიით ქონება 5 მლრდ -ით გაიზარდა. უიმედოა, რომ საქართველო 1 კაცის და მისი კლანის საკუთრებაა, სადაც დანარჩენების ფუნქცია მხოხოდ მოჯამაგირეობა და ემიგრანტობაა. მისი თქმით, ქველა ქართველს აქვს პოტენციალი გახდეს ნამდვილი მილიონერი, არა გაუფასურებულ ლარებში. და ასეც იქნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss