| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ინტერ რაოსთან ხელშეკრულება წინა ხელისუფლების დროს დაიდო. ენერგეტიკის მინისტრობისას უარი ვთქვი კომპანიისთვის $200 მილიონის გადახდაზე, - კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საარბიტრაჟო დავაში გამარჯვებულ რუსულ კომპანიაზე „ინტერ რაოზე" განაცხადა, რომ მოთხოვნა იყო, კახა კალაძეს ხელი მოეწერა კომპანიისთვის თანხის გადახდაზე და "რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებოდი".
დედაქალაქის მერის თქმით, პრიორიტეტი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების დაცვა იყო. ამასთან აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ინტერ რაოსთამ დავა არ წაუგია. კომპანიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
კალაძის განმარტებით, თითქოს მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში ტარიფი უნდა გაზრდილიყო, რომ კომპანია ზარალზე არ წასულიყო, არის აბსურდი და ოპონენტების გამოგონილი ტყუილი.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს გაფორმდა, უნდა მოეხსნას თუ არა ე.წ. გრიფით საიდუმლოს სტატუსი, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ მისი მინისტრობის დროს არანირი საიდუმლო ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
ხელშეკრულებას 2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაედო „გრიფით საიდუმლო“. შესაბამისად, ჩემი მინისტრობის დროს ეს ხელშეკრულება დამხვდა. გამოძიება რაზე დაიწყოს? 200 მილიონ დოლარს რომ ითხოვდნენ და 80 მილიონ დოლარის გადახდა რომ გვიწევს? ესეც ჯერ დასადგენია, რადგან გასაჩივრებულია ზედა ინსტანციაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss