| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - EBRD-ის პროგნოზი 7.5% -ია, მსოფლიოს ბანკის - 8%, საქართველოს მთავრობა კი ქვეყნის ეკონომიკის 105 ზრდას ვარაუდობს. 2-ნიშნა ინფლაციის პარალელურად ეკონომიკის ზრდაც 2-ნიშნაზე გავა, წლის ბოლოსთვის.
„ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა კვლავინდებურად მაღალია და 6.9 პროცენტს შეადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 თვის ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად ორნიშნაა და 10,5 პროცენტია. ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში,“ - ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საქსტატის 10 თვის შეფასებას გამოეხმაურა.
მინისტრმა ყველაზე მზარდი მიმართულებები გამოყო, მათ შორის გადამამუშავებელი მრეწველობა, ასევე ლოჯისტიკა და მასპინძლობის ინდუსტრია, რომლის აღდგენაც დაჩქარებულია.
ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოსალოდნელზე მეტად გაზრდილმა ექსპორტმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss