ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მიტოვებული ძაღლის პატრონი დაჯარიმდება
29 ნოემბერი, 2021, 13:38
მიტოვებული ძაღლის პატრონი დაჯარიმდება

თბილისი (GBC) - პატრონის მიერ რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება შეიძლება ადმინისტრაციულად დასჯადი გახდეს.იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა და მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს.

   კანონპროექტის თანახმად:

•              რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება პატრონის მიერ, - გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში  - 1 000 ლარით;

•              იგივე ქმედება, ჩადენილი მეპატრონე იურიდიული ან/და ინდივიდუალური მეწარმის მიერ დაისჯება 1 500 ლარით, ხოლო განმეორებით  შემთხვევაში - 3000 ლარით.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ძალიან გამოკვეთილი და სწორი ხედვა შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით.

ასეთი მუხლი არის ყველა ცივილიზებული ქვეყნის სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც კრძალავს შინაური ცხოველის მიტოვებასმათდამი სასტიკ და უდიერ მოპყრობას. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები შეტანილი უნდა იყოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. სხვა საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს ინიციატივას კონკრეტული დათქმებით, რომლის გათვალისწინებითაც უნდა მოხდეს საბოლოოდ ამ კანონპროექტის მიღება. მთავარი დათქმა  ის არის, რომ  კანონი კომპანიონი ცხოველების შესახებ, რომლის მიღებაც დაგეგმილიაუნდა ამოქმედდეს ამ ცვლილებებთან ერთად იმისთვის, რომ კანონი აღსრულების ნაწილში იყოს ეფექტური“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები