ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სააკაშვილს რეგლამენტს ვერ დაუწესებთ - მოსამართლე
29 ნოემბერი, 2021, 14:11
სააკაშვილს რეგლამენტს ვერ დაუწესებთ - მოსამართლე

თბილისი (GBC) - სააკაშვილს აქვს უფლება განცხადების გაკეთების და ბრალთან დაკავშირებით  პოზიციის გამოხატვის. საათობრივ შეზღუდვას ვერ დაუწესებთ, -  განუცხადა მოსამართლემ პროკურპორს III პრეზიდენტის  გამოსვლის შეწყვეტისას. 

"თბილისის დატოვება ნიშნავდა რუსეთის დროშის აფრიალებას",- სააკაშვილმა 2008 წლის ომი გაიხსენა და პარალელი 2021 წლის მთავრობასთან  გაავლო, რომლის წევრებმა  სიბერემდე საუბრის გარდა ვერაფერი შეძლეს.

პატიმარმა  საქართველოს მძიმე რეალობაზე აღნიშნა, უმუევრობაზე და დანაღვლიანებულ მოქალაქეებზე, რომლებსაც ქვეყნიდან გაქცევის გარდა სხვა არჩევანი არ რჩება.

სააკაშვილმა თქვა, როგორ გაუფასურდა  ოცნების ხელისუფლებაში გაცვლითი კურსი  2-ჯერ, რომელიც მისი პრეზიდენტობისას 28%-ით იყო გამყარებული.  ბიუჯეტი 12-ჯერ  იყო გაზრდილი. "რომ დამცლოდა ლაზიკაც აშენებული იქნებოდა და ყველაზე დიდი პორტი გვექნებოდა შავ ზღვაზე". თქვა, ფასებმა რომ მოიმატა 3-ჯერ. ხელფასები საჯარო-კერძო სექტორში რომ არ გაზრდილია. ტრაგედიაა ახალგაზრდა ოფიცერი საუკეთესო ამერიკული განათლებით, რომ გადის ქვეყნიდან და ნიუ ჯერსიში მტვირთავად მუშაობს. ტრაგედიაა. ოფიცერი ცერცვაძე  რომ ქვეყნიდან წასულია. ტრაგედიაა ქვეყნიდან მიგრირებული  ათასობით მოქალაქე. პოლონეთიდან გერმანიაში მარწყვის საკრეფად  მონებად გადასროლილი მოქალაქეები.. 9 წელში სამშობლო 800 000 -მა დატოვა". 

მის მიმართ ბრალდებებზე განაცხადა, რომ 2 გაუგონარ საქმეზეა. პრეზიდენტის  მიერ გირგვლიანის საქმის ოფიცრების შეწყალებაზე. ეს ტრაგედია იყო, თუმცა  280 სამხედრო იყო ამნისტირებული.  აღნიშნა გელაშვილის საქმეზე არასაკმარის მტკიცებულებებზე, -"   ერთადერთი ჩვენებით  "მე გავიგე  რომ იმან გაიგო" ვარ ბრალდებული".

"7 ნოემრის საქმეს ძალიან ცუდად ვიგონებ, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი და ლექსო ლაშქარავა", - სააკაშვილმა 7 ნოემბერი გეოპოლიტიკური პროცესებით ახსნა, ბადრი პატარკაციშვილის დახმარებით რუსული პოლიტიკის გატარების მცდელობის აღკვეთის მიზნისთვის, რაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშეშლას ემსახურებოდა. 



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები