ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მილიონი აზარტული მოქალაქე ვეღარ ითამაშებს
29 ნოემბერი, 2021, 12:30
მილიონი აზარტული მოქალაქე ვეღარ ითამაშებს

თბილისი (GBC) - სათამაშო ბიზნესს მხოლოდ სპორტული შეჯიბრების  სპონსორობის უფლება რჩება. სათამაშო ბიზნესს სატელევიზიო, გარე, ასევე ქართულ ვებგვერდებზე  რეკლამა აეკრძლება.  მხოლოდ სპონსორობა დაიშვება. 25 წლამდე მოქალაქე აზარტულ  თამაშებს ვერ ითამაშებს, ვერც სოციალური შემწეობის მიმღები  პირი და ვერც საჯარო მოხელე. 

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი რეგულაციებით განაწილებული მოგების ნაცვლად დაბეგვრას დაექვემდებარება ე.წ GGR (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა) 10%-იანი მოგების გადასახადით. გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ჯამურად, სექტორის 

ტოტალიზატორი ვალდებულია  მოგებული თანხა მოთამაშეს ჩაურიცხონ მხოლოდ პირად ანგარიშზე ან თანხა გასცენ მხოლოდ მოთამაშედ რეგისტრირებულ პირზე. ასევე, აიკრძალება ერთი მოთამაშის მიერ მეორე მოთამაშეზე თანხის გადარიცხვა, 

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ახალი რეგულაციების შესაბამისად, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს აეკრძალება უცხოური სათამაშო ბიზნესის ოპერატორთან ურთუერთობა. კომპანიებთან მათ სასარგებლოდ გადახდებებზე. საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს დაეკისრება ვალდებულება, არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საგადასახადო ბარათით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ გადახდა.

სათამაშო ბიზნესი ბიუჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. მხოლოდ  სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვაზე მოსაკრებლის სახით ბიუჯეტმა 10 თვეში 36 მლნ შეუვიდა.

 ·       

10m/2021 - 36 მლნ

 

10m/2020- 11.6 მლნ

 

10m/2019 - 35.9 მლნ

2018-2014 -ის სტატისტიკა 

 კაზინოს (სამორინე), სათამაშო აპარატების  და  ტოტალიზატორებისთვის სანებართვო მოსაკრებელი, 5 წლის ვადით, რეგიონების მიხედვით განსხვავებული განაკვეთით გაიცემა. თბილისში სამორინეს  წლიური მოსაკრებელი 5 მლნ ლარია,  სათამაშო აპარატების - 1 მილიონი და ტოტალიზატორის ₾200 000.

გადასახდელები მუნიციპალიტეტების და  ქალაქების მიხედვით განსხვავებუკლია. ბათუმში  სამორინეს, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის მოწყობის წლიური ნებართვა ₾250 000, ₾200 000 და 80 000 ლარი ღირს.  სათამაძო ბიზნესი ასევე იხდის  ქონების, მიწის და  გაცემული დივიდენდიდან  5% საშემოსავლო. ასევე მოგების გადასახადს (15%). ამასთან ასევე არის კვარტალური გადასახადი  თითო აპარატზე 2 000 – 4 000 ლარი. ასევე ყველაზე ძვირი - 4 000 ლარი - თბილისშია



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები