| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – სებ-ის სტატისტიკით, 01.11.21 -ის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მოგების გადასახადი - 210 მლნ ლარია, პანდემიამდელ 2019-ის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (82 მლნ) 3-ჯერ მეტი (Q3/2021 – ₾192.5 მლნ ).
85.3% კი 2 ბანკის შენატანზე მოდის
(Q3/2019
-82%).
|
Q3/2019●Q3/2021 |
მლნ |
მლნ |
|
|
საქართველოს ბანკი |
27 |
72.3 |
₾ |
|
თიბისი ბანკი |
27.6 |
92.0 |
₾ |
წყარო: ეროვნული ბანკი (ბანკების
ფინანსური მოგების გადასახადი °* და არა საგადასახადო
მოგება)
მოგების გადახდის ვალდებულება კომპანიებს და მათ შორის, ბანკს წელში 4-ჯერ უდგება, თუმცა ბალანსის ვადამდე შევსებაც არ იზღუდება. საგადასახადო კოდექსის თანახმად, 2021 წლის დეკლარაციის წარდგენის ვადა 2022 წლის 1 აპრილამდეა, 4-ად განაწილებული (25%+25%+25%+25%) მოგების გადასახადი (განაკვეთი -15%) კი არაუგვიანეს 15/05;15/07;15/09 და 15/12 სტუმრდება.
2022
წლის ბიუჯეტში მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელში, 1/3-მდეა ბანკების გადასახდელი ულუფა (₾ 400 მლნ).
როგორც იცით, 2017
წელს ამოქმედებული შეღავათიანი ნორმით რეინვესტირებული მოგების გადასახადისგან
საფინანსო კომპანიების გარდა (ბანკი, მისო, ლომბარდი) ყველა გათავისუფლდა 2018
-დან საბიუჯეტო ორგანიზაციებიც (აიპი,
სსიპი...) . ბანკებისთვის 2023 წლამდეა გადავადებული.
საბანკო ასოაციაციის პრეზიდენტმა ალეკო ძნელაძემ ბიზნესფორმულაზე იმედი გამოთქვა, რომ 2023-დანაც არ გადავადდება, რაც ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,
რადგან ეს ნიშნავს სექტორში მეტი
კაპიტალის დარჩენას, მეტ გრძელვადიან ლარს და ეკონომიკაში 10-მაგად დაბრუნებას.
ძნელაძის თქმით გადავადების ნიშნები არ ჩანს.
გადავადების საფრთხეს ბიუჯეტის
დიფიციტის შემცირების გეგმა აჩენს. 2020-ში 9 %-ს გაცდენილი ბიუჯეტის დეფიციტი,
წელს, მთავრობის მოლოდინით 6.5% -მდე ჩამოვა, 2022 -ში კი 4.4% -მდე, რაც 2023 წლის
სამიზნეზე (3%) გასვლის შესაძლებლობას აჩენს. სებ-ის რეკომენდაციის მიუხედავად 2022
-ის ბიუჯეტში ფინანსთა სამინისტრო დიფიციტს ვერც 4%-ს ჩამოაცდენს და ვერც.4,4%-ს, რის გამოც სებ-ი
იძულებულია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით,
ფული გააძვიროს, რაც ასევე არტყამს ეკონომიკას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss