ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი ბანკმა Global Finance-ისგან საუკეთესო ონლაინ პორტალის ჯილდო მიიღო
მარიამ მინაძე
25 ნოემბერი, 2021, 19:05
თიბისი ბანკმა Global Finance-ისგან საუკეთესო ონლაინ პორტალის ჯილდო მიიღო

თბილისი (GBC) - თიბისი ბანკის განცხადებით, Global Finance Magazine-მა ბანკი მსოფლიოში საუკეთესო კორპორაციული/ინსტიტუციური ციფრული ბანკის 2021 წლის ჯილდოების კატეგორიაში „საუკეთესო ონლაინ პორტალი“ გამარჯვებულად დაასახელა.

 

ჯილდო ბანკმა თავისი მსოფლიოში წამყვანი ციფრული შესაძლებლობებისა და უახლესი ტექნოლოგიების მუდმივი განვითარებისთვის მიიღო.

 

“პატივია, რომ ჩვენი ბიზნესის ინტერნეტ ბანკმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რაც ჩვენი გამორჩეული ციფრული შესაძლებლობებისა და ინოვაციისკენ სწრაფვას მოწმობს”, - აცხადებს ბანკის CEO, ვახტანგ ბუცხრიკიძე და ამბობს, რომ მომხმარებლებისთვის გაჩენილი საჭიროებების მუდმივი ანალიზით, ისინი მზად არიან მიაწოდონ ყველაზე მოსახერხებელი და მოქნილი ციფრული გადაწყვეტილებები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური პანდემიის დაწყების შემდეგ.

 

Global Finance-ის საოპერაციო დირექტორის, კრის ჯარაპუტოს განცხადებით, პანდემიაში ბანკები იძულებულნი იყვნენ ეპასუხათ ამ მკვეთრად შეცვლილი ლანდშაფტისთვის და ისინი, ვინც ყველაზე წარმატებით შეხვდნენ გამოწვევას, მიიღეს პატივი, როგორც Global Finance-ის 22-ე ყოველწლიურ მსოფლიოს საუკეთესო ციფრულმა ბანკებმა 2021 წლისთვის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები