| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ოქტომბერში დაკრედიტების ტემპი 19%-ით აჩქარდა. საკრედიტო ბაზარზე თიბისი ბანკის წილი გაიზარდა, 38.4%-მდე (Q3/2021 - 38.36%). ბოლო საანგარიშო თვეს გაზრდილია საქართველოს ბანკის წილიც, 36.08%-მდე (Q3/2021 - 36.03%). ყველაზე მეტად კი თვალში საცემია კრედოს 3.43%-მდე ზრდა (Q3/2021 - 2.77%).
ბანკების საკრედიტო პორტფელი ოქტომბერში 40.999 მლრდ ლარიდან, 41.7 მლრდ ლარამდეა გაზრდილი. მხოლოდ ოქტომბერში 2.4%(m.m) მატებაა (შარშან კლება აღინიშბა). 10-10 თვის მონაცემების შედარებით ზრდაა 14.7%Y.Y (L/m -12.3% Y.Y). დაკრედიტება აჩქარდა 19.5%- ით (2.4%პ-ით).
როგორც გახსოვთ, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის ოქტომბერს გაკეთებული პროგნოზით, წელი დაკრედიტების 18%-იანი ზრდით დასრულდება. რაც პაპუნა ლეჟავას თქმით, 2020 წლისგან განსხვავებით (როცა მშპ-ს ზრდა 0% იყო), საფრთხეებს არ ქმნის, მშპ-ს ზრდის პირობებში.
მას სესხების მოსალოდნელზე მაღალი ზრდიდან მომდინარე რისკებზე, ფსკ-ს შემდეგ ჰკითხეს, ხომ არ აქვეითებს მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობას. და უპასუხა, რომ დაკრედიტების მაღალი ტემპი, შემოსავლების აღდგენის მოცემულობაში, საფრთხის შემცველი არ არის. შესაბამისად მოთოკვის და ახალი ინსტრუმენტების ამოქმედების საჭიროება არ დგას. არც დოლარიზაციის შემზღუდავი ბერკეტების დამატების.
მილიარდერი ბანკების შვიდეული (000 ₾)
| 01.01.2021 | 01.01.2021 |
თიბისი ბანკი | 16,009,007 | 38.39% |
საქართველოს ბანკი | 15,045,058 | 36.08% |
ლიბერთი ბანკი | 1,912,838 | 4.59% |
ვითიბი ბანკი | 1,528,483 | 3.67% |
პროკრედიტ ბანკი | 1,381,647 | 3.31% |
კრედო ბანკი | 1,428,428 | 3.43% |
ბაზისბანკი | 1,184,034 | 2.84% |
ქართუ | 976,905 | 2.34% |
წყარო:კომერციული ბანკები
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss