ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პირველი დიპლომირებული ავტომექანიკოსები საქართველოში
22 ნოემბერი, 2021, 18:39
პირველი დიპლომირებული ავტომექანიკოსები საქართველოში

თბილისი (GBC) - თეგეტა აკადემიაში ავტომექანიკოსების პირველი პროფესიული პროგრამა დასრულდა. 2 წლიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება კურსის  11-მა მონაწილემ წარმატებით გაიარა და პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი მიიღო. კურსდამთავრებულები პირველი დიპლომირებული ავტომექანიკოსები არიან საქართველოში, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა დაიწყონ საქმიანობა  ავტოტრანსპორტის

ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით. თითოეულმა დასაქმების შეთავაზება თეგეტა მოტორსისგანაც მიიღო.

პროფესიულ პროგრამაზეელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთებასწავლა პირველმა ნაკადმა  2019 წელს დაიწყო. კურსი დუალური/სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პრინციპზეა აგებული, რაც თეორიულთან ერთად პრაქტიკული ნაწილის თეგეტა მოტორსთან ერთად განხორციელებას გულისხმობს.

სწავლების თეორიული ნაწილი 8 თვეს გრძელდება და კოლეჯის ბაზაზე მიმდინარეობს. პრაქტიკული კომპონენტი კი თეგეტა მოტორსში ხორციელდება, სტაჟირება ანაზღაურებადია. პროგრამა წელიწადსა და რვა თვეს მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ  სტუდენტები თეორიასა და პრაქტიკაში ორკომპონენტიან საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ. შედეგად კი პროგრამის მონაწილეები მსუბუქი ავტომობილის შეკეთებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის (ელექტრომექანიკოსის)  დამადასტურებელ დიპლომს იღებენ.



თეგეტა აკადემიათეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელმაც 2019 წელს პროფესიული კოლეჯის სტატუსით,  საგანამანათლებო საქმიანობის განხორციელების უფლება მოიპოვა.

მისი მიზანი პროფესიული განათლების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი, საავტომობილო ინდუსტრიისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები