ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
GCAP მომდევნო 3-5 წელში $50 მლნ-ის ინვესტირების საჭიროებაზე აცხადებს
მარიამ მინაძე
22 ნოემბერი, 2021, 19:14
GCAP მომდევნო 3-5 წელში $50 მლნ-ის ინვესტირების საჭიროებაზე აცხადებს

თბილისი (GBC) - Georgia Capital ის (GCAP) განცხადებით, განახლებადი ენერგია და განათლება - ეს მათი მთავარი საინვესტიციო მიმართულებებია საშუალოვადიან პერიოდში.

მათივე თქმით, იდენტიფიცირებულია ჯამური წმინდა ინვესტიცია $50 მლნ-ის ოდენობით, GCAP-დან მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში, სწორედ განახლებადი ენერგიისა და განათლების ბიზნესებში. აქედან $10 მლნ კი 2021 წელს.

GCAP-ის თქმით, 2021 წელს ძლიერი ფულადი ნაკადების წარმოქმნის გათვალისწინებით, თანდათან რეინვესტირების ფაზაზე გადადიან, საინვესტიციო ეტაპზე მყოფი პორტფელის კომპანიებში.

მათ შორის, საინვესტიციო კომპანიამ 9M21-ში უკვე დახარჯა 17.1 მლნ ლარი, აღნიშნული ორი მიმართულების განვითარებაში. მ.შ 6.5 მლნ ლარი 3Q21-ში.

მათ შორის, 3.7 მლნ  ლარი გამოიყო განახლებად ენერგეტიკაზე მილსადენის ჰესების (დარჩი და ზოთი) და ქარის ელექტროსადგურების განვითარებისთვის.

12.8 მლნ ლარი გამოიყო საგანმანათლებლო ბიზნესისთვის - ბაქსვუდის არსებული კამპუსის (საშუალო სეგმენტი, 3.2 მლნ ლარი) შესაძლებლობების გაფართოებისთვის, მიწის შესყიდვისა და ახალი კამპუსის მშენებლობისთვის, მწვანე სკოლის არსებული კამპუსის შესაძლებლობების გაფართოებისთვის (ხელმისაწვდომი სეგმენტი, 5.7 მლნ ლარი) და ქართულ-ავსტრიული სკოლა „ფესვების“ 81% წილის შეძენისთვის (3.9 მლნ ლარი).

ცნობისთვის, GCAP-ს აქვს ფესვებიდან  9%-იანი წილის  გამოხმობის უფლება (ე.წ Call Option)  2022 წლის აგვისტოდან დაწყებული 12 თვის განმავლობაში.

GCAP-ი ჩვეულებრივ, თავისი ინვესტიციიდან მონეტიზაციას, საწყისი ინვესტირებიდან 5-10 წლის განმავლობაში ელის. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები