| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბოლო 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება თანამშრომელთა რაოდენობა
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების დაქვემდებარებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში.
შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა იზრდება ორივე ტიპის ორგანიზაციებში, ხოლო საშტატო
თანამშრომლების რაოდენობა – მხოლოდ ა(ა)იპ-ებში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მონაცემებით, 2017 წელს, 41 სსიპ-ს 9,288 შტატგარეშე
თანამშრომელი ჰყავდა, 2020 წლისთვის კი, იმავე ორგანიზაციებში შტატგარეშე თანამშრომელთა
რაოდენობა 45.5%-ით – 13,517-მდე გაიზარდა.
საინტერესოა,
რომ 2017 წლის შემდეგ სსიპ-ების შტატით განსაზღვრული თანამშრომლების რაოდენობა კლების ტენდენციით ხასიათდება.
2017 წელს, 42 სსიპ-ს 9,805 თანამშრომელი ჰყავდა, 2020 წლის ბოლოსთვის კი იმავე ორგანიზაციების
თანამშრომლების რაოდენობა 8,952-მდე შემცირდა.
ა(ა)იპ-ების
შემთხვევაში, იზრდება როგორც საშტატო, ისე შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა.
2017 წელს 23 ა(ა)იპ-ში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა 784 იყო, 2020 წლის ბოლოსთვის
კი, იგივე ორგანიზაციებში ეს რიცხვი 46%-ით – 1,145-მდე გაიზარდა.
რაც
შეეხება საშტატო თანამშრომლებს, 2017 წელს 27 ა(ა)იპ-ს 1,848 საშტატო თანამშრომელი
ჰყავდა, ხოლო 2020 წლისთვის იმავე ორგანიზაციებში ეს რიცხვი 12.9%-ით – 2,088-მდე გაიზარდა.
„ა(ა)იპ-ების რიცხვისა და ამ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა განსაკუთრებით ყურადსაღებია, რადგან ამ ტიპის ორგანიზაციებზე არ ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნები, მათ შორის, არც მოთხოვნა თანამშრომელთა კონკურსის წესით აყვანის თაობაზე“, - განმარტავენ TI-ში. საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზარდა ა(ა)იპ-ებში – 2017 წელს 26-მა ა(ა)იპ-მა შრომის ანაზღაურებაზე 14,288,771.57 ლარი დახარჯა, 2020 წელს კი იმავე ორგანიზაციებმა 38.4%-ით მეტი – 19,777,021.63 ლარი დახარჯეს. გასათვალისწინებელია, რომ იმავე პერიოდში ამ ორგანიზაციებში საშტატო თანამშრომლების რაოდენობა 12.9%-ით გაიზარდა. სსიპ-ების შემთხვევაში, საშტატო თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების საერთო ხარჯი მხოლოდ 6.18%-ით გაიზარდა - 2017 წელს 43-მა სსიპ-მა შრომის ანაზღაურებაზე – 158,644,202.83 ლარი, ხოლო 2020 წელს 168,457,294.38 ლარი დახარჯა. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამ ორგანიზაციებში საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა იმავე პერიოდში შემცირდა (დაახლოებით 8.7%-ით).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss