ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სათამაშო ბიზნესის რეგულაცია მკაცრდება
22 ნოემბერი, 2021, 11:35
სათამაშო ბიზნესის რეგულაცია მკაცრდება

თბილისი (GBC) - ონლაინ კაზინოებს I ეტაპზე  გადასახადები  გაეზრდება,  რეკლამა აეკრძალება და 25 წლამდე პირი ვეღარ ითამაშებს, - მთავრობის ორშაბათის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ონლაინ-კაზინოების მეშვეობით 1.5 მილიარდი ლარი გაედინება ქვეყნიდან.

 

„ონლაინ კაზინოების საკითხი თითოეულ მოქალაქეს ძალიან აწუხებს. ახალგაზრდები ყოველ დღე თამაშობენ და აგებენ. დიდი ნაწილი - 99% არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი, რომლებიც არ მუშაობენ. მე ვასაუბრე ეკონომიკურ გუნდს. ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა. მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისათვის. მათი აბსოლუტური უმრავლესობა უცხოური კომპანიაა და საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

II ეტაპზე,  საერთოდ აიკრძალება ონლაინ-კაზინოები. ეს ხედვა აქვს პრემიერს, როგორც თავად თქვა და საზოგადოების მხარდაჭერის იმედიც აქვს.


ქვეყნის საწარმოო ბრუნვის 1/3 სათამაშო ბიზნესზე მოდის

 გართობის ბიზნესი

 

 

  აჭარაბეთი (ავიატორ)

 

  ბეთლაივი

 

 კრისტალბეთი (მარსი)

 

 კროკობეთი (ფულჰაუსი)

 

 ლიდერბეთი

 

 ევროპაბეთი (ჩემპიონები 111)

 

საქსტატით,  სათამაშო ბიზნესი არა მხოლოდ ქვეყნიდან  ფულის  გამტარია, არამედ ბიუჯეტის მსხვილი კონტრიბუტორიც.

 წლიური სტატისტიკით, ეკონომიკაში გართობის ინდუსტრიას მეტი წილი აქვს, ვიდრე მრეწველობას და მშენებლობას, ერთად.

 ბიზნეს-სექტორის ბრუნვის 23,8% მოდის გართობის ინდუსტრიაზე (2018 - 16%), მაშინ, როდესაც მრეწველობაზე 9,6% (10,6%) , მშენებლობაში 7,6% (8,3%). გართობის ინდუსტრია მე-2 ადგილზეა, პირველზე კი - ვაჭრობა - 39,4% (L/Y43%).


 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები