ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრი დარწმუნებულია, რომ ექსპრეზიდენტს საფრთხე არ ემუქრება
19 ნოემბერი, 2021, 19:05
მინისტრი დარწმუნებულია, რომ  ექსპრეზიდენტს საფრთხე არ ემუქრება

თბილისი (GBC) - ქვეყნის III პრეზიდენტს დღემდე მიეწოდებოდა  ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის ყველა საჭირო  სამედიცინო რესურსი, - გორის ჰოსპიტალთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ, ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ პრეზიდენტი ციხის სამედიცინო დაწესებულებიდან მულტიპროფილურ ჰოსპიტალში იმიტომ არ  გადაჰყავთ, რომ ციხის დაწესებულებაში მასზე  არასათანადოდ ზრუნავდნენ. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სააკაშვილის გადაყვანა ემსახურება ქვეყანაში დაძაბულობის მოხსნას. შიმშოლობის  კასკადის დასრულებას, რამაც ბოლო დროს ეპიდემიური  ხასიათი მიიღო.


მინისტრი იმედოვნებს, რომ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, აქციები შეწყდება და მღელვარება დაცხრება. ქვეყანაში ცხოვრება მშვიდ ვითარებაში გაგრძელდება. 


ტიკარაძის ინფორმაციით,  გორის ჰოსპიტალში აპარატურის გაუმართაობის შესახებ ინფორმაცია მცდარია. კლინიკა სრულად აღჭურვილია  მატერიალურ ტექნიკური  ბაზით.

III პრეზიდენტი არც ახლა იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და მინისტრი დარწმუნებულია, რომ  სამომავლოდაც არ  დგას ეს რისკი. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები